ფრანკფურტის ავტოსალონზე მხოლოდ სამმა კომპანიამ შეიძინა მთელი პავილიონი - DaimlerChrysler-მა, BMW-მ, Volkswagen-მა. ის რომ ხარჯი გამართლებული იქნებოდა ნათელი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც გამოფენა უბრალო მაყურებლებისთვის დახურული იყო და პავილიონებში ათასობით ჟურნალისტი მივიდა.
პირველ რიგში აღსანიშნავია ჩინელ მწარმოებელთა ევროპული დებიუტი. მათი კოზირი თავხედობა და დემპინგური ფასებია. ავტომობილს 5000 ევროდ მათ გარდა არავინ ყიდის. ევროპაში ამ ფასად მოტოციკლიც კი აღარ იშოვება. მერე რა, რომ ეს მანქანა წარმოებიდან მოხსნილი Opel Frontera-ს ზუსტი ასლია და რა თქმა უნდა ყოველგვარი სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშეა დამზადებული.
თუ ევროპელი მწარმოებლები ჩინელებს ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებენ, იაპონელები მათ მომავალ კონკურენტებად აღიქვამენ. იაპონელი ინჟინრები ჩინურ სტენდზე ბლოკნოტებით დადიოდნენ და მეზობელთა მანქანების პარამეტრებსა და ტექნიკურ დეტალებს იწერდნენ. ისინი ხომ 40 წლის წინ თავად მსგავს სიტუაციაში იყვნენ, როდესაც ევროპასა და ამერიკას თავიანთი ზანტი და სასაცილო მანქანები წარმოუდგინეს, მაგრამ საკუთარი და სხვისი შეცდომების გათვალისწინებით საავტომობილო სამყაროს მბრძანებლები გახდნენ. დღეს სიტუაცია მეორდება, მაგრამ შემოტევის მასშტაბები ბევრად დიდია.
ევროპელები ამას ვერ ამჩნევენ და მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიებზე ფიქრობენ. წლევანდელი ფრანკფურტის ავტოშოუს მთავარი სიურპრიზი ჰიბრიდული მანქანების სიმრავლეა. წელს ასეთი ავტომობილები იაპონელებთან ერთად ყველა გერმანულმა ავტოგიგანტმაც წარმოადგინა.
ფრანკფურტის ავტოსალონისადმი მიძღვნილ პირველ სტატიას კაბრიოლეტებსა და სპორტქარებს დავუთმობთ.
Volkswagen Eos
http://www.rsportscars.com/foto/09/eos06_04.jpg.
Volkswagen-მა უზარმაზარი თანხა არა მხოლოდ თავად გამოფენაზე, არამედ გარე რეკლამაზეც დახარჯა. მთელს ქალაქში სარეკლამო პლაკატი ოყო გაკრული, რომელიც ყველას სეზონის მთავარი პრემიერის - კაბრიოლეტ Eos-ის შესახებ უყვებოდა. რეკლამამ იმუშავა - კაბრიოლეტმა პრაქტიკულად ყველა ჟურნალის ყდა დაამშვენა. საავტომობილო ჟურნალებში თავად მანქანის სურათები იბეჭდებოდა, არაპროფილურში კი გერჰარდ შროდერი, ანგელა მერკელი და სხვა ცნობილი ადამიანები ამ ავტომობილის ფონზე.
პირველად ეს მანქანა 2 წლის წინ ჟენევის ავტოსალონზე ვიხილეთ. მაშინ მას Concept C ერქვა, ახლა კი საბოლოო ვარიანტი გამოვიდა. თუ ამ კლასის მანქანების შეფასების მთავარ კრიტერიუმად გარეგნობას ჩავთვლით Eos-ს წარმატება გარანტირებული აქვს. იგი მართლაც ლამაზია და VW-ის სტილის კვინტესენციას წარმოადგენს.
ავტომობილი მეხუთე თაობის ”გოლფის” საფუძველზეა აწყობილი. ხისტი ხუთი ნაწილისგან შემდგარი სახურავი 25 წამში იშლება - ოპერაციის ჩატარება დაბალსახურავიან ავტოფარეხშიც შეიძლება.
ფლაგმანური მოტორი - 3,2 ლიტრიანი ტურბოა, რომელიც 250 ც.ძ.-ს შეიცავს და გოლფ-კლასის კუპე-კაბრიოლეტებს შორის ყველაზე მძლავრია.
Opel Twin Top
http://www.allmend-garage.ch/modelle/tigratt2.jpg.
VW Eos-ს მთავარი კონკურენტია. გერმანელებმა იგი სარეკორდო 17 თვეში შექმნეს. კუპე-კაბრიოლეტი - ”ასტრას” რიგით მეოთხე ნაირსახეობაა (უნივერსალის, ჰეთჩბექისა და კუპეს შემდეგ), მაგრამ მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ეს 70 პროცენტით ახალი ავტომობილია.
ავტომობილის სახურავი 30 წამში იკეცება, სამაგიეროდ საბარგული ”ეოსისაზე” უფრო ტევადია. სულ მალე კაბრიოლეტი Opel Astra OPC-ს ორლიტრიან ტურბოძრავას მიიღებს, რომელიც Opel Twin Top-ის მაქსიმალურ სიჩქარეს 230 კმ-სთ-მდე გაზრდის.
Porsche Cayman S
http://www.mot.sk/Obrazke/Automobily/Porsc...e_CaymanS_2.jpg.
ბერმანელ ინჟინერთა ჩანაფიქრით ამ ავტომობილმა ორი ლეგენდარული მოდელის - ”911-ისა” და ”ბოქსტერის” დადებითი თვისებები უნდა შეითავსოს.
ახალი კუპე რა თქმა უნდა არ არის ჩვეულებრივი ორკარიანი ”ბოქსტერის” სახურავიანი ვერსია. ჯერ ერთი, ეს არა უბრალოდ კუპე, არამედ კუპე-ჰეთჩბექია. ”პორშის” სხვა უკანაძრავიანი მანქანებისგან განსხვავებით Cayman S-ს ძარის უკანა ნაწილში სრულფასოვანი საბარგული აქვს. წინა საბარგულიც არავის გაუუქმებია, ამიტომაც ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ეს ავტომობილი ”ბოქსტერზე” მეტად გამოდგება.
გარდა ამისა Cayman S-ს ”ბოქსტერისგან” განსხვავებული მოტორი აქვს. 6-ცილინდრიანი 3,4 ლიტრიანი ძრავა 295 ც.ძ.-ს შეიცავს და 275 კმ-სთ-ს ავითარებს.
მანქანის სტანდარტულ აღჭურვაში ექვსსაფეხურიანი მექანიკური კოლოფი შედის, თუმცა მისი შეცვლა ტრადიციული ხუთსიჩქარიანი ”ავტომატით” შეიძლება. ცნობილია მანქანის ფასიც. გერმანიაში ავტომობილი 58 500 ევრო ეღირება, რაც ყველაზე ძვირადღირებულ ”ბოქსტერზე” 7 000-ით მეტია.
BMW Z4 Coupe
http://clabedan.typepad.com/photos/uncateg..._z4_ouvrant.jpg.
ესეც სწრაფად განვითარებადი ორადგილიანი კომპაქტური კუპეების კლასის დებიუტანტია. პოტენციალით ასეთი მანქანები დიდ სუპერქარებს არ ჩამოუვარდება. ჯერ-ჯერობით ეს BMW ექსპერემენტალურად ითვლება, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ მისი სერიული წარმოება სულ მალე დაიწყება.
2002 წელს როდსტერ Z4-ის დებიუტის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ადრე თუ გვიან კუპეც გამოვიდოდა, მაგრამ მისი დებიუტი ”პორშ კაიმანის” გამოჩენამ კიდევ უფრო დააჩქარა.
გარეგნულად როდსტერთან შედარებით სხვაობა მინიმალურია - უბრალოდ ავტომობილი გადახურეს. BMW Z4 Coupe თავის წინამორბედთან - შეუხედავ Z3-თან შედარებით ბევრად ლამაზია, მაგრამ ზემოხსენებულ ”კაიმანს” ყველა ტექნიკური პარამეტრით ჩამოუვარდება და სავარაუდოდ კონკურენციას ვერ გაუწევს.
Citroen C-Sport Lounge
http://www.seriouswheels.com/pics-2005/200...A-1920x1440.jpg.
ამ ექსტრავაგანტული და ექსპერიმენტული კუპეს იერში საავიაციო მოტივები იკითხება, რომლებიც ყველაფერთან ერთად აეროდინამიკული წინააღმდეგობის სარეკორდოდ დაბალ კოეფიციენტს უზრუნველყოფს. 2+2 სისტემის სალონში მძღოლის ადგილი პილოტის თვითმფრინავის კაბინის მსგავსადაა ორგანიზებული.
კონცეპტი Citroen C5-ის შასიზე შეიქმნა და ეს მისი მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. სავარაუდოდ შემდეგი თაობის C5-ის დიზაინერები ამ კონცეპტქარის იერის ელემენტებს გამოიყენებენ, თავად C-SportLounge-ს კი წარმოება არ ეღირსება.
Bentley Azure
http://kepek.origo.hu/galleriesdisplay/upl...220/img/o04.jpg.
ეს კაბრიოლეტი Bentley Arnage-ის საფუძველზე შეიქმნა და 1997 წელს გამოსული მოდელის სახელი მიიღო.
ავტომობილის სიგრძე 5,41 მეტრს აღწევს. მას რბილი ასაკეცი სახურავი აქვს, რომელიც ელექტროამძრავების მეშვეობით 30 წამში იშლება. ხისტი სახურავის არ ქონის გამო ძარის გაძლიერება გახდა საჭირო. მანქანის იატაკის ქვეშ ნახშირპლასტიკის სპეციალური განივი კოჭები განლაგდა. შედეგად ავტომობილმა აუცილებელი სიხისტე, წონის სულ მცირე ზრდის სანაცვლოდ მიიღო.
მანქანის კაპოტის ქვეშ 6,75 ლიტრიანი და 456 ძალიანი ბიტურბო იმალემა. 100 კმ-სთ-მდე აჩქარებას ავტომობილი 6 წამში ახერხებს. მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ-სთ-ია, მაგრამ ამ ტიპის სხვა მანქანებისგან განსხვავებით, სალონში ამ დროს სიჩუმე და კომფორტი სუფევს.
.
.
ე ბიჭო იქნბება ვინმემ მადლობა მაინც გადამიხადოს ამ საქმისთვის ჰაა
This post has been edited by Eagle_one on 8 Jan 2006, 12:33
მიმაგრებული სურათი