ახლა დრო ცოტა მაქვს, ამიტომ რაც ვნახე გეტყვი. მერე თუ შევძელი ბოლომდე ჩავყვები
1. Folder
მე რატომღაც მგონია, რომ „folder“-ის თარგმანს „ფოლდერი“ სჯობს „საქაღალდე“.
თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია.
2. From
ზოგან გიწერია „ვისგან“, ზოგან „დან“. „დან“ საერთოდ ცუდი თარგმანია, ჩემი აზრით, რადგან სიტყვა არ არის

3. Delete selected attachments
„არჩეული ნუსხის წაშლა“. ცოტა არაშინაარსობრივი თარგმანია. რისი ნუსხის? შეტყობინებების, მიმაგრებული ფაილების თუ რისი? მომხმარებლისათვის რებუსი იქნება
4. On Read
„წაკითხვაზე“. მე მგონი უნდა იყოს „წაკითხვისას“
* * *
5. On Delivery
„მიღებაზე“. მე მგონი უნდა იყოს „მიღებისას“
6. You have not filled in the \"To:\" field.
„თქვენ არ განიცადეთ მარცხი \"ვის:\" ველში.“. ეს არასწორი თარგმანია. სულ სხვა შინაარსია ინგლისურად. ასე არ არის? აქ უნდა ალბათ ასე იყოს: „თქვენ არ შეგივსიათ \"ვის:\" ველი“.
6.1. ამის გარდა, შეიძლება ქართული ბრჭყალების გამოყენებაც. ანუ \"ვის:\" მაგივრად რომ ჩაგეწერა „ვის:“ დაშავდებოდა რამე?
7.Unsubscribed successfully.
„ხელმოუწერელია წარმატებით.“.

ღიმისილ მომგვრელი წინადადებაა

. წარმატებულად ხელმოუწერელი არაფერი გამიგია

აქ ალბათ უნდა იყოს „ხელმოწერის მოხსნა წარმატებულად დასრულდა“ ან რამე ამის მაგვარი
8.Unsubscribe
„ხელმოუწერელი“. ესეც, მგონი, არასწორია. აქ უნდა იყოს „ხელმოწერის მოხსნა“ ან რამე ამის მაგვარი
მეტის ვეღარ ვნახე, მაგრამ საერთო ტენდენცია ჩანს. კარგი ნათარგმნია, მაგრამ გადახედვა უნდა საფუძვლიანად

აბა შენ იცი