zviadcardio
ზვიად მათოშვილი - ვინმე მესხი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4918
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05
|
#9510499 · 7 May 2008, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NAT414 შეკითხვა ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა, თქვენ ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორია სტენოკარდიული ანუ ანგინური ტკივილი: მნიშვნელობა აქვს ტკივილის 5 ნიშანს: 1. ხასიათი, 2. ლოკალიზაცია, 3. ხანგრძლივობა, 4. ფაქტორები, რომლებიც იწვევევენ ტკივილს, 5. ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ ტკივილის ინტენსივობას. ხასიათი – უხშირესად პაციენტები ტკივილს ახასიათებენ როგორც “შეკუმშვა”, “მოჭერა”, “ზეწოლა”, “და(მო)ხრჩობა”, “სიმძიმე”. არც თუ იშვიათად ისინი ამ სიმპტომს ვერ (არ) არქმევენ სახელს და მოიხსენიებენ როგორც დისკომფორტს. სტენოკარდიას შეიძლება ახლდეს ნაკლებად სპეციფიკური ნიშნები: სუნთქვის გაძნელება, დაღლილობა, სისუსტე, გულისრევა, ბოყინი, მოუსვენრობა, სიკვდილის შიში. ლოკალიზაცია – ჩვეულებრივ, ტკივილი ლოკალიზდება გულმკერდში, მკერდის ძვლის სიახლოვეს, თუმცა ის შეიძლება იყოს ყველგან ეპიგასტრიუმიდან ქვედა ყბამდე. ტკივილი შეიძლება იყოს ბეჭის ძვლებს შორის, მკლავებში, მაჯაზე, თითებზე, კბილებში. ხანგრძლივობა – სტაბილური სტენოკარდიის დროს ტკივილი ხანმოკლეა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 10-20 წუთს. ინფარქტის დროს ხანგრძლივი, ჩვეულებრივ >20-30წთ-ზე. ფიზიკური დატვირთვა და ემოციური სტრესი სა-ს მაპროვოცირებელი ფაქტორებია. ზედმეტი საკვების მიღებისას, ან დილით, ე.წ. “პირველი აქტივობის” შემდეგ გულმკერდში გაჩენილი დისკომფორტი ასევე ანგინურ ტკივილზე გვაფიქრებინებს. არასტაბილური სტენოკარდიის და ინფარქტის დროს ტკივილი შეიძლება დაიწყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. ტკივილის შემსუბუქებას იწვევს მოსვენება და ენისქვეშ მიღებული ნიტროგლიცერინი. თუმცა მიოკარდიუმის მწვავე ინფაექტის დროს ნიტროგლიცერინმა შესაძლოა ვერ შეამციროს ტკივილი. (ის კი არა ხანდახან მორფინის და ინტრავენული ბეტა-ბლოკერის გამოყენებითაც გაძნელებულია ტკივილის მენეჯმენტი). გულმკერდში არსებული ტკივილის დროს უნდა მოხდეს გარკვევა - არის ეს ტიპური სტენოკარდია, ატიპური სტენოკარდია, თუ საქმე გვაქვს გულმკერდის არაკარდიოლოგიურ ტკივილთან. ერთ წერტილში ლოკალიზებული დისკომფორტი, დისკომფორტი რომლის ინტენსივობაც მოძრაობისას, ან პალპაციით იცვლება და დისკომფორტი, რომელიც უწყვეტად გრძელდება დიდხანს (საათები, დღეები), ან პირიქით ძალიან ხანმოკლეა (რამდენიმე წამი), ჩვეულებრივ, არაანგინურ ტკივილად ითვლება. გულმკერდში არსებულ ტკივილზე ინფორმაციის შეგროვების შემდეგ უნდა მოხდეს კორონალური არტერიების დაავადების (კად) რისკ ფაქტორების გამოვლენა. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: თამბაქოს მოხმარება, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია და კად-ის ოჯახური ისტორია. ანამნეზის შეკრებისას გასათვალისწინებელია, რომ წარსულში არსებული ცერებრული, ან პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება ზრდის კად-ის არსებობის (ან განვითარების) ალბათობას.
ზემოთ ვისაუბრეთ ე.წ. "კლასიკაზე"... აქვე მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და მაგალითად ტკიოდეს ქვედა ყბა, ან აბსოლუტურად არ ჰქონდეს ტკივილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენით ნუ შეეცდებით ტკივილის დიფერენცირებას, ნებისმიერი საეჭვო დისკომფორტის დროს მიმართეთ კარდიოლოგს! კარდიოლოგი შეკრებს ანამნეზს, ჩაწერს ეკგ-ს, გააკეთებს ყველა საჭირო გამოკვლევას და საბოლოოდ გაარკვევს დიაგნოზს.
თემა მივაბათ "შეკითხვა კარდიოლოგს".
This post has been edited by zviadcardio on 7 May 2008, 16:15
--------------------
> ასი ათასსა აჯობებს,თუ გამორჩევით მქმნელია > სამაგიეროდ,-ჩემში რაც არი,-სხვისი არაა ერთი მისხალი > ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის! > თორელთა მოდგმის, სისხლის ვარ, ნიჭითაც არა მიჭირს რა > EHRA Certified Expert > www.RitmArt.ge - ყველაფერი არითმიებზე
|