
რეჟისორი:
John Wellsძალიან სასაცილო და ამავე დროს სევდიანი ისტორია ოჯახზე. მამის საიდუმლო გაუჩინარების შემდეგ სამი და ბრუნდება მშობლიურ სახლში შეყვარებულებთან ერთად, რათა დაეხმაროს დედას მამის მოძებნაში.
გუშინ ვნახე ეს ფილმი ორიგინალ ენაზე+სუბებზე . ნუ უკვე ბანალურად ჟღერს მაგრამ კიდევ ვიტყვი რომ სტრიპი არის არაამქვეყნიურად მაგარი მსახიობი , ასე ვერ გადმოვცემ წერით რეებს ჩადის , ეს უნდა ნახოთ ... კიბოიან დაავადებულ ქალს თამაშობს რაღაცა სასწაულად, ასევე არ მოველოდებოდი და ბრწყინვალედ ართმევს თავს ჯულია რობერტსიც , უკვე თამამად შეიძლება ითქვას საუკეთესო როლი მის ფილმოგრაფიაში. თვითონ ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების თეატრალურ პიესაზე, მთელი ქრონომეტრაჟი არის დალოგები ოჯახის წევრებს შორის, კამათი, საიდუმლოების გამჟღავნება და ერთი გაწევ გამოწევა...მოკლედ არ ინანებთ თუ ნახავთ.
ფილმი წარდგენილია კინო აკადემიის 2 ნომინაციაზე აქედან მერილი და ჯულია იყოფენ მთავარ და მეორეხ. როლებს. რავიცი შანსები როგორია არ ვიცი , მაგრამ ბლანშეტის თამაში "ჟასმინში" ანა ბანაა სტრიპის ამ როლთან შედარებით
IMDB