ეჰ. რა კარგია ობერი. კიდევ ერთი საფეხური დამრჩა მაქამდე

რეზო ეხლაც ასწავლის. ჩემთვის არ უსწავლებია, მაგრამ იმდენი ხანია რაც უკვე დავდივარ, რომ უკვე ვცნობთ ერთმანეთს სახეზე.
ისე მართლა მაგარი კაცია. მისაღებ ტესტებზე არის ხშირად გასაუბრებაზე.
ეხლა მისი გოგო ია-ც ასწავლის. ია მასწავლიდა და მაგარი კარგი გოგოა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექტორია.
muzabelloმე ამ პოსტს რომ ვხსნიდი მეგონა რომ გოეთეს მსმენელები გამოჩნდებოდნენ მარტო. ასეთ ინტერესს მართლა არ ველოდი. მაშინ აგიხსნით ყველაფერს თავიდან ბოლომდე.
გოეთეში არის დღევანდელი სიტუაციით 14 საფეხური. ესენი იყოფა სამ ძირითად ჯგუფად.
Grundstufe ანუ საწყისი საფეხური: G1; G2; G3; G4;
+ ორი გარადამავალი ეტაპი Bruckenkurs B1; B2;
Mittelstufe ანუ საშუალო საფეხური: M1; M2; M3; M4:
+ წელს გახსნილი საფეხური Neu ანუ სიახლე
Oberstufe ანუ მაღალი საფეხური: O1; O2; O3.
თითოეული საფეხური მოიცავს 80 სალექციო საათს, თითოეული 45 წუთის ხანგრძლივობით.B2 და საფეხური "სიახლე" არის ერთგვარი გარდამავალი ეტაპი სუსტი მსმენელებისათვის და კარგი ნიშნების მქონენი უბრალოდ გადაახტებიან ამ საფეხურებს. რაც შეეხება მოხვედრას. საბუთები მიიღება სექტემბრის დასაწყისში, იანვარში და მაისში. ანუ ფაქტიურად სამი სემესტრის პონტი არის. ამ პერიოდში დგება ჯგუფი და სწავლა ჩვეულებრივ ჯგუფებში გრძელდება სამი თვის განმავლობაში. ამ სამი თვის განმავლობაში გადიხართ მხოლოდ ერთ საფეხურს ანუ 80 საათს.
ხო მართლა დამავიწყდა. კურსები არის სამნაირი: ჩვეულებრივი. ნახევრადინტნსიური და ინტენსიური.
ჩვეულებრივი გრძელდება სამი თვე, ნახევრადინტენსიური თვენახევარი, ხოლო ინტენსიური 1 თვე. ამ შემოდგომაზე უმეტესობა ჯგუფებისა იყო ჩვეულებრივი. მარტო G4 და M1 ჯგუფები შედგა ნახევრადინტენსიური და G1 ინტენსიური. ჩვეულებრივ ჯგუფებში დატვირთვა არის კვირაში ორჯერ სამსაათიანი ლექცია (ანუ საათნახევარს+15წთ შესვენება+ 45 წუთი ისევ ლექცია=2:45წთ), არის არჩევანი დილის, შუადღისა და საღამოს ჯგუფებს შორის თითოეულ საფეხურზე. შარშან იყო ასევე კვირაში სამჯერის ვარიანტიც. და ეხლამდელი დირექტორის მოსვლამდე კიდო იყო შემდეგნაირი სტრუქტურა: შემოდგომა და გაზაფხული ჩვეულებრივი კურსები და იანვარი. ივნისი და ივლისი ინტენსიური ჯგუფები. ეხლა კიდო სექტემბრიდან დეკემბრამდე, შემდეგ იანვრიდან მაისამდე და მაისიდან აგვისტომდე.
ასე რომ შემდეგი მიღება იქნება იანვრის დასაწყისში. ზუსტი ინფოსათვის მიმართეთ გოეთეს ინსტიტუტს ნომერზე 93-89-45, სადაც არ დაგზარდებიან და ყველაფერს აგიხსნიან.
რაც მთავარია, არ არის აუცილებელი ეს საფეხურები თავიდან გაიაროთ. თქვენ მოდიხართ და აბარებთ ტესტს, შედეგის შესაბამისად კი გსვამენ შესაფერის საფეხურზე. ტესტი შემდეგნაირია. ჯერ წინასწარ რეკავთ და ეწერებით სიაში, თქვენ გეტყვიან დღეს და საათს, შემდეგ შედიხართ გასაუბრებაზე ერთ ლექტორთან პირისპირ. საუბარი არის აუღელვებელი და იწყება შემდეგნაირად. რა გქვია? სად ცხოვრობ? სად სწავლობ? რამდენის ხარ? სად ისწავლე გერმანული? რამდენი ხანია რაც სწავლობ? რატომ სწავლობ და ა.შ. უფრო რთულდება სანამ ან დაადგენენ შენს მიახლოებით სამეტყველო ენის ცოდნის დონეს. შემდეგ გადიხართ იქიდან ტესტის ოთახში. არის ორი ვარიანტი. ან გიშვებენ საწყის საფეხურზე, ან საშუალოზე, იქ წერთ თუ არ ვცდები სადღაც 40-დან 60 კითხვამდე ტესტ და პატარა თემას ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ მისი გასწორების შემდეგ ნახევარ საათში გეტყვიან თქვენს დონეს.
რაც უფრო მომზადებული მოხვალთ, მით უფრო მაღალ საფეხურზე მოხვედრის შანსი გაქვთ.
თუ პირველ საფეხურზე აბარებთ, მაშინ არაფერი არ გჭირდებათ, პირდაპირ იწყებთ სწავლას.
თუ გაინტერებთ მიახლოებითი თქვენი დონე, მაშინ მოსინჯეთ თქვენი ცოდნა შემდეგ საიტზე:
http://www.goethe.de/cgi-bin/einstufungste...stufungstest.plაუფ რამდენი მიწერია

. თუ რამე გაინტერებთ კიდევ, მკითხეთ.
P.S. ხო მართლა დავიჯერო არცერთი გოეთელი არ შემოდის ფორუმზე?