სულ ვაფშე ისტორიიდან ეჭვიანმა ქმარმა მოწამლა ბლუზის ლეგენდა რობერტ ჯონსონი
პირველი როკერი რომელმაც ტრაგიკული სიკვდილის სეზონი გახსნა იყო ჯონი ეისი... 1955 წლის ახალიწლის ღამეს საახალწლო კონცერტზე გამოსვლის წინ რუსული რულეტკა ითამაშა ჩვეულებისამებრ და..... წააგო

ამავე წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მსახიობი და ახალგაზრდული კონტრკულტურის საკულტო პიროვნება ჯეიმს დინი
1958 წელს ბადი ჰოლი დაიღუპა ავიაკატასტროფაში... მასთან ერთად დაიღუპა ახალგაზრდა როკერი რიჩი ვალენსა
ნუ სამოციანები და flower power ძალიან რეზულტატიური იყო ნაადრევ სიკვდილებში
როლინგების გიტარისტი ბრაიან ჯონსი თავის აუზში იპოვეს მკვდარი
ჯიმი ჰენდრიქსი და ჯენის ჯოპლინი წამლის კაიფში გაიპარენ
ანალოგიურად ჯიმ მორისონიც თუმცა მისი სიკვდილის დეტალები ბოლომდე გარკვეული ვერ იქნა და ორივე მოწმე (გიოლფრენდი პემი და მათი პარიზელი ახლობელი) სულ მალე დაიღუპა ანალოგიური მიზეზით
ამ სიას აგრძელებენ ფილ ლაინოტი ( Thin Lizzy), ქით მუნი (The Who), ელ უილსონი ( Canned Heat), ტომი ბოლინი (Deep Purple),სტივ კლარკი ( Def leppard), ლეინ სტეილი (alice in chains)
აი ბონზო ბონემი ( led Zep) და ბონ სკოტი (ac/dc) სასმელმა შეიწირა .... არასოდეს დატოვოთ ნასვამი ხალხი პირაღმა მძინარე
ავტო კატასტროფებმა შეიწირა მარკ ბოლანი ( T. rex), დუეინ ოლმენი ( Allman Bros band...უფრო სწორედ მოტოკატასტროფამ), კლიფ ბარტონი ( Metallica)
ავიაკატასტროფებში დაიღუპენ რენდი როუდსი, სტივი რეი ვონი Lynyrd Skinyrd ის წევრები
თავი დაიბრიდა Mayhem ის გიტარისტმა დედ, Inxs ის მაიკლ ჰატჩენსმა, კურტ კობეინმა
სცენაზე იარაღით მოკლეს დაიმბეგ დარელი (Pantera), სახლში რაზბორკის დროს დანით დაბრიდეს mayhem ის ლიდერი ევრონიმუსი (გეცოდინებათ ვინც ქნა ეს

) ნუ ტუპაკი ცოცხალია

ცუნამის დროს უგზოუკვლოდ დაიკარგა Nasum ის ლიდერი მიეზკო ტალარჩიკი
უკვე აქტუალური გახდა პროზაული დაავადებები როგორიცაა სიმსივნე: ზემოთნახსენები ზაპა, შულდინერი, ჰარისონი, ქისების დრამერი ერიკ კარი, ვოივოდის "ფიგი" დენის დამური..... ვროდე ბი განიკურნა Testament ის ჩაკ ბილი (ჯვარი წერია).... სიმსივნის ოპერაცია გადაიტანა ედი ვან ჰეილენმაც.....სხვათა შორის კაილი მინოუგზეც გავიგე იმკურნალაო ( დაი ბოგ ზდაროვია)
ყველაზე მაგრა მეცოდება ძალიან კარგი გიტარისტი ჯეისონ ბეკერი ( თავის დროზე მარტი ფრიდმენთან ერთად უკრავდა cacophony ში მერე კიდე სტივ ვაი შეცვალა დეივ ლი როტთან) რომელიც ლუ გერიგის დაავადებითაა შეპჰრობილი და სრულიად პარალიზებულს მხოლოდ თვალების ხამხამით შეუძლია გარე სამყაროსთან კონტაქტი

... და მიუხედავად ამისა იხტიბარს არ იტეხს და კომპიუტერზე წერს მუსიკას რომელზეც მისი თვალების მოძრაობის სკანირება ხდება.....
ნდა
sooner or later we're all gonna die +
This post has been edited by nakash on 16 Mar 2006, 22:28