თემა თანდათან გაიშლება.
კონკრეტული მიზანი:
სხვადასხვა რელიგიებში კულტმსახურების იდენტურობანი და პრა–რელიგის განჭვრეტა.
მაგ.
ქრისტიანულ კულტმსახურებაში ბევრი რამაა ისეთი რასაც არავითარი საერთო არა აქვს ქრისტესთან და ახალ აღთქმასთან, არამედ ძალიან შორეული წარსულიდან მოედინება.
ამავე დროს წარმართული ქართული კულტების კვლევამ შესაძლოა მიგვიყვანოს მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე, ასე ვთქვათ არტეფაქტებამდე, რომელთა წარმოშობა უშორესი და დაუფიქსირებელი წარსულის სიღრმეებში იკარგება.
ერთი კონკრეტული მოკვლევა:
ინდუიზმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტის –შივას ერთ–ერთი საკულტო მსახურება –პუჯა, ანუ როგორც მას თავად ინდოელები გამოთქვამენ –ფუძა (!)
რიტუალი მიმდინარეობს როგორც ტაძარში, ასევე სახლში და ის უკავშირდება უახლოესი სისხლითნათესაური თემის (ოჯახის, გვარის, მოდგმის,ეთნოსის) ერთიანობის ადგილის მფარველის მიმართ აღვლენლ ლოცვას, წირვით, შეწირვით.
ქართულ წარმართულში – ფუძე, ფუძის ანგელოსი, მისადმი შესაწირი.
სახარებიდან თქვენ გახსოვთ ქრსტეს სტუმრობა ოჯახში, სადაც მისი ფეხთა დაბანის რიტუალი შესრულდა, ხოლო საიდუმლო სერობის წინ თავად ქრისტე ახორციელებს მოწაფეთა მიმართ ფეხდაბანას.
მოუსმინეთ პუჯას /პუძას/, მღვდლის მიერ გამღერებით წარმოთქმულ ლოცვებს და შეადარეთ ის სხვა რელიგიების ტაძრებში მიმდინარე მღვდლის ან მღვდალმთავის მიერ აღვლენილ გამღერებულ ლოცვას.
.....................
ჯერჯერობით მხოლოდ ამ პარალელებს გთავაზობთ ამ ერთ მაგალითზე, ზედაპირულად, რა თქმა უნდა.

სურვილი თუ გექნებათ ვიმსჯელოთ ამაზე და არა მარტო ამაზე.მე ვაწარმოებ მოკვლევებს და ანალიზს რაც განსხვავებულ რელიგიათა კულტურებში რიტუალების იდენტურობას ავლენს.
This post has been edited by annavita on 21 Apr 2016, 09:40
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო