პირველ რიგში ყველას გთხოვთ, ხმის მიცემასთან ერთად დაწეროთ თქვენი კომენტარი.
ამ თემაში დაწერეთ მხოლოდ კომენტარები გამოკითხვაზე. დანარჩენი ყველაფერი (კბენა, გესლი, პირადი შეურაცხყოფა) წაიშლება. თუ გადაამლაშებთ, წამოვა ვორნები!ახლა მინდა პატარა ახსნა-განმარტებასავით დავწერო.
იმედია არ დაიზარებთ და ყურადღებით წაიკითხავთ.
მოდერატორი გავხდი 26 აგვისტოს.
თავიდანვე ჩამოვაყალიბე ჩემი მოდერობის ძირითადი პრინციპი და დღემდე ამ პრინციპს არ ვღალატობ.
ეს პრინციპია:
იუზერი დავსაჯო არა დანაშაულისთვის, არამედ ურჩობისთვის.
ანუ ნებისმიერ დანაშაულს ვპატიობ იუზერს და ვაძლევ მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას. თუ ვერ გაიგო და გაჯორდა, მხოლოდ მაშინ ვიყენებ დასჯის ტექნიკურ საშუალებებს.
აი ამ პრინციპით მოვდივარ დღემდე. 7 თვის განმავლობაში მიცემული მაქვს მაქსიმუმ 5 ვორნი და 1 ბანი და როგორც ხედავთ, განყოფილებაში აურზაური არასდროს არ ყოფილა და ჯერჯერობით ერთი იუზერიც კი არ მახსოვს უკმაყოფილო ამ მეთოდისა.
რა თქმა უნდა არიან გამონაკლისები. ე.წ. "ფორუმის ელიტა", წვრილმანი პარაზიტები და ინტრიგანები, რომლებიც ჩემი ფორუმში მოსვლის დღიდანვე (მოდერობა არაფერ შუაშია) მკბენენ და მგესლავენ.
ბუნებით მშვიდი და წყნარი ადამიანი ვარ, ძნელად თუ გამომიყვანს ვინმე წყობიდან და ამით ბოროტად სარგებლობენ. ნუ ისარგებლონ, რას ვიზავთ. "გაიზრდებიან", დაჭკვიანდებიან და იმედია გულში მაინც ინანებენ.
4 თვეა რაც მუშაობა დავიწყე და ვაღიარებ, რომ მართლა ვეღარ ვუთმობ ფორუმს იმდენ დროს, რამდენსაც ადრე (ადრე თითქმის მთელი დღე აქ ვიჯექი).
ინტერნეტში შემოვდივარ დღეში სამჯერ.
დილით 7:15 - 7:30
დღისით 16:00 - 17:00
საღამოს 21:00 - 2:00
ნუ ეს დროები დაახლოებით ჩამოვწერე.
ჩემი ინტერნეტში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს ფორუმში ყოფნასაც. ფორუმი მუდამ გახსნილი მაქვს და პერიოდულად ვათვალიერებ. საერთო ჯამში 2-3 საათი გამოდის ფორუმისადმი დათმობილი დრო და მე მგონი ეს საკმარისია 1 განყოფილების მისახედად.
მიუხედავად ამისა, მე გულწრფელად ვამბობ, ველოდებოდი არჩევნებს ჯენერალში, რომ მალე მოეხსნათ მოდერობა (ჩემით არ ვაპირებდი წასვლას, რიგი მიზეზების გამო) და გადაწყვეტილი მქონდა აღარ მეყარა კენჭი მოდერობაზე.
ეს "თანამდებობა" მე მემკვიდრეობით არ მერგო და Flood Control-ის პლიუსის გამო ნამდვილად არ მიღირდა ამდენ ნერვების საწიწკნად.
მაგრამ ახლა როგორც ვხედავ არ ღირს მოდერობიდან წასვლა. ამ ინტრიგანი ხალხის ჯინაზე მაქსიმალურად ვეცდები არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე, შევინარჩუნო მოდერის სტატუსი.
"ფორუმის შესახებ"-ში ჩემდამი მოძღვნილია რამდენიმე თემა.
მოითხოვენ ჩემს გადადგომას.
ამ მოთხოვნის ძირითადი მიზეზი არის თემა
გენდერი-ს დახურვა.
თუ შეიხედავთ ამ თემაში, ნახავთ, რომ არის 12 გვერდიანი თემა და მე-4 გვერდიდან მიდის ორი იუზერის ”ვიდუას” და ”ანამჩ”-ის კონფლიქტი.
საღამოს, რომ შევედი თემაში, დამხვდა ეს კონფლიქტი (რომელიც ჩემი იქ ყოფნის დროსაც გრძელდებოდა). ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტის აღსაკვეთად ან უნდა დამესაჯა კონფლიქტური მხარეები, ან თემა დამეხურა.
რა თქმა უნდა ყველაზე კაი ვარიანტი იქნებოდა თემის გაწმენდა, მაგრამ თემიდან 75 პროცენტი რომ წასაშლელია, Board Massage-ების თანხლებით ეს არც თუ იოლი გასაკეთებელია. თან იმ შემთხვევაში როცა კონფლიქტი გრძელდება.
ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, მაგათ გაფრთხილება არ ეყოფოდათ და კვლავაც გააგრძელებდნენ ჩხუბს, ამიტომ რადგან ვორნის მიცემა არ მინდოდა, გადავწყვიტე თემა დამეხურა დროებით მაინც (ბევრჯერ გამიკეთებია ასე. დროებით დამიხურავს და როცა განელებულა ცეცხლი, კვლავ გამიხსნია.
ამ თემის დახურვის შემდეგ მხარეებმა PM-ში განაგრძეს ჩხუბი და იქ მოხდა ვიდუას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამით გახარებულმა ვიდუამ მაშინვე გახსნა თემა ჩემს განყოფილებაში და ყველას დასანახად გამოფინა "დასკრინშოტებული" PM, აი ნახეთ, დედა შემაგინესო.
(ისე საინტერესოა, ცირკის ქალი რომ უწოდო მანდილოსანს, ეგ უფრო დიდი შეურაცხყოფაა თუ დედის გინება?)
ეს თემა მაშინვე წავშალე, ორივე მხარის ინტერესების გამო. არ იყო საჭირო ყველას ენახა ამ ორი იუზერის პირადი ურთიერთობა.
ჩემი ამ მოქმედებების შემდეგ ვიდუამ ატეხა წივილ-კივილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ”ფორუმის შესახებ”-ში.
მას აჰყვა მარადდავორნილი ოპიზარი, ინტრიგანი აჩრდილა და ”ფორუმის ელიტა”.
საქმეში ჩაერია სენატი, ტიმი და მიდის სჯა-ბაასი.
მე გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა და გამეგო რას ფიქრობს ჯენერალის ხალხი ჩემს მოდერობაზე. თუ დადებით პასუხს მივიღებ, არჩევნებში (თუ იქნა არჩევნები) კენჭს ვიყრი და ვეცდები მოდერატორის სტატუსის შენარჩუნებას.
P.S. "ფორუმის შესახებ"-ში ვნახე, ხალხს ჰგონია რომ თემა გენდერი წავშალე, თუმცა ეს ასე არ არის. მე მხოლოდ ვიდუას თემა წავშალე, სადაც "დასკრინშოტებული" PM იდო.