აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში მიესალმება გაზეთის, „ჯორჯიან თაიმსის“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოსვლას
აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში მიესალმება ოპოზიციური გაზეთის, „ჯორჯიან თაიმსის“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოსვლას, რადგან ეს ხელს შეუწყობს ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევას აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს რაიონებში.
ამის შესახებ განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პრეს-ატაშემ ილხამ ფოლოხოვმა, 7 მარტს, აზერბაიჯანულენოვანი „ჯორჯიან თაიმსის“ პირველი ნომრის პრეზენტაციაზე, რომელსაც აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელთა გარდა, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან ჩამოსული აზერბაიჯანელებიც დაესწრნენ.
ილხამ ფოლოხოვმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჯორჯიან თაიმსის“, როგორც ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს გავრცელება აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.
მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრები ბევრი აზერბაიჯანელი მიზეზთა გამო არ ფლობს ქართულ ენას, ვერ სარგებლობს ქართულენოვანი საინფორმაციო საშუალებებით, რაც თავის მხრივ ხელს უშლის მათ ინტეგრაციას საქართველოს, როგორც პოლიტიკურ ისე სოციალურ და კულტურულ პროცესებში.
„რაც უფრო მეტი ეცოდინებათ აზერბაიჯანელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ამ ქვეყნის მთავრობის საქმიანობის შესახებ, მით უფრო დაჩქარდება ინტეგრაციული პროცესები ქვეყნის შიგნით, საქართველო, ამით, მხოლოდ მოიგებს“, აღნიშნა აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელმა.
პრეზენტაციაზე გაზეთის რედაქტორმა გიორგი კაპანაძემ სურვილი გამოთქვა, ანალოგიური პროექტი განხორციელებულიყო აზერბაიჯანში - რომელიმე იქაურ გაზეთს გამოეცა ქართულენოვანი გაზეთი აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის.
აზერბაიჯანულენოვანი 16-გვერდიანი „ჯორჯიან თაიმსის“ პირველი ნომერი 3- ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა.
გაზეთის გამომცემლის, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტის მალხაზ
გულაშვილის ცნობით, აზერბაიჯანულენოვან „ჯორჯიან თაიმსს“ მეზობელ აზერბაიჯანშიც გაავრცელებენ.
„ჯორჯიან თაიმსი“ კიდევ სამ ენაზე: ქართულ (30 ათასიანი ტირაჟი), ინგლისურ (5 ათასიანი ტირაჟი) და რუსულ ენებზე (8 ათასიანი ტირაჟი) გამოდის.
http://www.media.ge/news_detailed.php?id_numb=521ყველაფერი ხომ არის ტკბილი და მურაბა? ახალი მედია-პროექტი, ტოლერანტობა და ჩქარი ტაში...
იგორასტებმა ზვიადისტების ლამის მთელი ნარჩენები უკვე ჩაყლაპეს, ახლა არაქართველ მოქალაქეებს მოუსინჯავენ კბილს. ჩვენს მთავრობას კი მიშას ასო და ვანოს საშო ვერ დაუოკებია... მთავარი სამართალდამცავები ეჭვმიტანილები არიან კაციჭამიობაში... სამხედრო დაზვერვა გაუქმებულია... იგორასტები კი ხალხს იკრებენ.
ბლიად.