იმუნიტეტი , როგორც ვიცით , ეს არის ორგანიზმის დაცვა უცხო ნივთიერებისგან , მავნე მიკრობებისგან , ვირუსებისგან და ასე შემდეგ
იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭიროა შევარჩიოთ ისეთი საკვები , რომელიც დაგვეხმარება მათ გაძლიერებაში
რადგან წელიწადში , ძაან ხშირად ვცივდები ეჭვი მაქვს , რომ იმუნიტეტი მაქვს ასამაღლებელი , ამიტომ თქვენი რჩევები ძალიან დამეხმარება
როგორც მე ვიცი , იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს, ნიორი , სტაფილო , მწვანე ხახვი , ლიმონი , იოგურტი , ასევე მწვანე ჩაი . ქათმის ბულიონი ,
რადგან ნიორს ვერ ვიტან , გადავწყვიტე , ყოველ დღე წამალივით დავლიო , ვყლაპავ , ჭამით ვერ შევჭამ ) და მაინც კარგია ხო ? სტაფილოსაც ვჭამ ყოველ დღე და საღამოს მწვანე ჩაის ვსვავ , ვარჯიშის მერე ან ვარჯიშამდე , ყოველთვის ვყიდულობ იოგურტს . . .
კიდევ რა საკვებს მირჩევდით , რა არის კარგი იმუნიტეტის ასამაღლებლად , და არა მარტო საკვბსაც , არსებობს რაიმე სპეციალური ვარჯიშები ან წამლები ? , სპორტი აძლიერებს იმუნიტეტს ?
მადლობა წინასწარ
This post has been edited by jonjoli on 5 Sep 2010, 19:47