#56952734 · 8 Oct 2020, 11:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინილის მსმენელებო, გეცოდინებათ რომ ჩვენს დროში ახალი ვინილების დიდ ნაწილს ნამდვილ ანალოგურ მუსიკასთან საერთო არაფერი აქვს. ახალ ვინილებში ვგულისხმობ ძველი ალბომების reissue-ებს. კარგია როცა პირველ გამოცემებს ყიდულობენ და ზუსტად იციან რომ ანალოგური მუსიკა აქვთ მაგრამ ვისაც ახალი და შეფუთული ვინილი გვინდა ხშირად ხელში გვრჩება ციფრული მუსიკა რომელსაც ვინილის ფორმა აქვს მიცემული და მოტყუებულები ვრჩებით.
მაგალითად, ფინქ ფლოიდის ახალ გამოცემებს გარკვევით აწერია remastered from the original analogue tapes რაც კარგია მაგრამ ასეთი შემთხვევები არის ძალიან იშვიათი
თუ ვინმეს გაქვთ ანალოგურ ჩანაწერებზე დაფუძნებული ვინილების სახელები, გაგვიზიარეთ რომ ნამდვილ ანალოგურ მუსიკას მოვუსმინოთ
|