
მყავს სკოლის ასაკის ბავშვი
ახლა დამირეკა ერთმა ნათესავმა და მეუბნება: "ახლა დამირეკა ერთმა ნაცნობმა და თქვა, რომ მან გაიგო, რომ თურმე ბავშვი რამდენიმე დღე ჯობია არ გაუშვა სკოლაში, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. რა უნდა გაირკვეს, არ მითხრა. მაგრამ შენ ბავშვი სკოლაში არ გაუშვა, და თან ასე მითხრა, არ გააბაზროო".

როცა ჩავაცივდი, რა ხდება-მეთქი, - თურმე, შავი ჭირის ცენტრის ხალხი გაფრენილა ლონდონში, რატომ - ცნობილი არაა, რას არკვევენ - ცნობილი არაა, მაგრამ

მაშინ დავუსვი ლოგიკური შეკითხვა - კი მაგრამ, ეს "არ გააბაზრო" რას ნიშნავს? ე.ი. მე ვიცი, ჭკვიანი ვარ და შვილს სკოლაში არ გავუშვებ, და სხვა დედას დავუმალავ, წავიდეს იმისი შვილი სკოლაში და ჩავარდეს საფრთხეში?

როცა მივაწექი, ვერაფერი პასუხი ვერ გამცა, მხოლოდ იმას იმეორებდა, შენ რა გენაღვლება, ბავშვი ერთი ორი დღე სკოლაში არ გაუშვაო, აბა რა ვიცი, ასე მითხრესო. ხალხო, მე ექიმი არა ვარ და არ ვიცი, შეიძლება არსებობს რაიმე საფრთხე, შეიძლება არა, მაგრამ განა ამაშია საქმე? აქ ბევრი ჭკვიანი ადამიანი შემოდის და მინდა მათ ვკითხო - მარტო მე მაღიზიანებს ამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის... არ ვიცი, როგორ ვთქვა, აი ეს მზადყოფნა, აჰყვეს ყველანაირ ხმებს, ეს შეუვალობა ლოგიკური მსჯელობისადმი, ეს... არ ვიცი, გავნერვიულდი
შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამ თემის ადგილი პოლიტიკაში არაა, მაგრამ მე მგონია, რომ ეგებ ცოტა ხანს მაინც იყოს აქ, იმიტომ რომ აქ არაა ლაპარაკი მხოლოდ გრიპით დაავადებაზე, ჯერ ერთი, და მეორეც, აქ ყველაზე ინტენსიურად შემოდის ხალხი, ვისი აზრიც ჩემთვის გასათვალისწინებელია და მაინტერესებს.
მადლობელი ვიქნები გამოხმაურებებისათვის.