გთვაზობთ ავტომობილების ტესტირების თემას
ანუ აქ დაიპოსტება მხოლოდ ის პოსტები სადაც აღწერილი იქნება ავტორის მიერ პირადად დატესტილი სხვადასხვა ავტოების შედარებები!!!!
არავითარი უაზრო ციფრები კატალოგიდან და აუუ ეს იმას ჯობია და ა.შ.
თუ დატესტილი არ გაქვთ არ დაპოსტოთ!!!!!!!!!!!!!!
შემდეგი ავტოები პირადად მაქვს დატესტილი !!!!!
მაშ ასე სცენაზეა Volvo S70 2.5 Turbo - 1998 წლიანი ავტომატიკა - კატალოგით აჩქარება 7.5 თუ არ ვცდები - ბენზინის ხარჯი 14-15 ლიტრი ქალაქში
პირველი შეგრძნება ძაან დიდი ავტომობილია, შესაბამისად საკმაოდ მძიმე.
შიგნით ძაან დიდი ადგილი - სალონის შესრულება 4-ზეა
საჭე საკმაოდ ინფორმატიულია მაგრამ წინა წამყვანი თავის საქმეს შვრება ანუ გაზის დაჭერისას საჭეზე იგრძნობა ბორბლებზე გადაცემული მაბრუნი მომენტი რაც საკმაოდ არაკომფორტაბელურია მართვისას.
მანქანა ძაან რბილია და ჩვენი ორმოებზე ძაან ურტყავს - ასევე ძაან დაბალია და ყოველ ჩარტყმაზე ისეთი ხმა ისმის ქვევიდან გეგონება დაინგრა ყველაფერიო.
აჩქარება 4-ზე - მართვა 4-ზე კომფორტი 4-ზე
მეორე კანდიდატი VW Passat 1.8 Turbo 1999 წლიანი. ტიპტრონიკი.
უნდა აღინიშნოს რომ 1999 წლიან პასატებზე სავალი ნაწილი განახლებულია და გაძლიერებული. აჩქარება კატალოგით მიახლიებით 10.5 წამი ხარჯი ქალაქში 13 ლიტრი
მაშ ასე დაბალ ბრუნიანი ტურბილის წყალობით დაბლიდან მალე კრიფავს მაგრამ მერე უჭირს პატარა ძრავის გამო. ისე ავტო შუსტრია და კარგი სამართავი.
სალონი 3.5-ზეა ძაან მარალია კარებების ზღუდეები და ზედ ხელის ჩამოდება პრაკტიკულად შეუძლებელია. ასევე გვერდითა ხედს ფარავს ფართო ჩარჩო. საჭე პატა ზომისაა ინფორმატიულია და სამარტავად სასიამოვნო. მაგრამ წინა წამყვანის და სავალი ნაწილის გამო მართვის საერთო შეგრძნება 3-ზეა. ძაან არაკომფორტაბელურია არასწორ გზაზე.
უნდა აღინიშნოს რომ სავარძლის რეგულირებები ოპელ ვექტრა ბ-ს გავს ერთი ერთზე და მაღალი ადამიანისთვის შიგნით ჯდომა საკმაოდ მოუხერხებელია.
ასევე ფეხების ქვეშაა განლაგებული კომპიუტერები და ელეკტროობა და სველი ფეხსაცმლით შიგ ჯდომა არასასურველია.
მაშ ასე დენი წავიდა და სხვა ტესტებს ხვალ შემოგთავაზებთ
* * *
ხოოო მოვიდა დენი LOL
შემდეგი კანდიდატი Opel Vectra B 2.0 ბენზინი ავტომატიკა აჩქარება მიახლოებით 11 წამი ქალაქში ხარჯი ძაან დამოკიდებულია სიარულის სტილზე რადგან ძაან ეკონომიური ძრავები აქვს ოპლეს და მერყეობს 10-12 ლირტი ქალაქში
ავტომობილი გარედან ძაან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს - შიგნიტაც არაა ცუდი. ძაან ინფორმატიულია კომპიუტერი რომელიც ათას რაღაცას თვლის და ანგარიშობს. სალონის შესრულება 3.5. სკამის რეგულირებები არასაკმარისია და მარალი ადამიანი ცოტა უხერხულად ეტევა შიგ.
სავალი ნაწილი წინა მოდელთან შედარებით საკმაოდ გამძლეა. ასევე ძაან კარგია იაპონური წარმოების ავტომატური კოლოფი როლეიც შესანიშნავად მიშაობს და საკმაოდ გამძლეა.
ავტოლობილს მართვა სასიამოვნოა სწორ გზაზე მაგრამ საკმარისია მოვდეთ ცუდ გზაზე რომ უცებ შეიგრძნობთ მსუბუქი ავტომობილის მინუსებს. მუხრუჭები ძაან კარგია მაგრამ აბბესი ყოველთვის არ მუშაობს ისე როგორც კაცი ისურვებდა.
ამ მანქანით გონკაობა სასურველი არაა რაგდან საკმაოდ დიდ საფრთეში ჩაიგდებთ თავს!!!! იგივე შეიძლება ითქვას პასატზე
* * *
შემდეგი კადიდატი BMW 540 ავტომატიკა 1995 თუ არ ვცდები
შიგნიდან დიზაინი ცოტა მოიკოჭლებს. სკამი საკმაოდ კარგია - სალონის შესრულება 4.
უნდა აღინიშნოს რომ ბუმერების ავომატები ძაან სიუსტები არიან და სშირად უფუჭდებათ რაღაც ცილინდრი კოლოფში რის შემდეგაც ავტომობილი უკან არარ მიდის ხოლმე.
ისე ამრთვა ძაან სასიამოვნოა და რბილი ამტომობილია. ძრაივის ზომის გამო ქალაქში საგონკაოდ ერთერთი საუკეთესო ავტოა. მართალია ASR თუ ჩართულა საკმაოდ გუდავს ხოლმე როცა მოცურებას ცდილობ. მართვა 4.5 შეიძლება ითქვას
* * *
შემდეგი კანდიდატი Mitsubishi Pajero 2.5 Turbo დიზელი მოკლე ვარიანტი - თუ არ ვცები 1995 წლიანი ავტომატიკა.
აჩქარება 17-18 წამი - ხარჯი 14 ლიტრი ქალაქში
პიველი შეგრძნება რომ ყველაფერს ზევიდან ხედავ და ორმოებსაც შესაბამისად ყლაპავს

სალონი 2-ზეა შესრულებული - ყველაფერი იაფი პლასტმასისააა და ბევრი რარაც ყანყალებს შიგნით.
ყველაზე ცუდი ამ ავტომობილში აჩქარება და მართვააა. 40-ს მიახწევ გიზარია და 60-ს რომ მიაღწევ უკვე გიკვირს. 80 ხომ სასწაულია. მართვა 40-ზეც უკვე ექსტრიმია. ყველაზ ცუდი კი ისაა რომ შუქნიშნებზე ავტობუსები და მარშუტკები გხევენ და უკნიდან ჟიგულები გინთებენ ფარებს გაგვიშვიო
მართვა 2. სალონი 2. აჩქარება 1. ოფფ როადზე ძაან მაგარია მარა მე არ გამისინჯავს და სანამ იქამდე მიხვალ შენი დაგემართება
This post has been edited by MB-Club on 23 Mar 2006, 00:41