#2790537 · 23 Mar 2006, 14:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა ისევ გვიანია, და აღარაფერი ანათებს ოთახს, მონიტორიდან გამოსული სინათლე სილუეტებად ტოვებს ლანდებს, და თუ მეოცნებე ხარ იმასაც მიხვდები თუ რას მალავენ სილუეტები სინამდვილეში, მოძრაობს შენკენ, მოძრავი სილუეტი მოძრავი ლანდი გიახლოვდება და გეამბორება როგორც ფანჯარაში შემოჭრილი სიო, ლანდი, გისმევს ხელს და შენც უსიტყვოდ ითვისებ სითბოს უცხო ქალისგან, ქალისგან რომელიც თითქოს ქარმა მოიყვანა და მონიტორის სხივებმა სილუეტად აქცია... შენ თუ მეოცნებე ხარ ამ სილუეტს ლამაზ კონტურებს მიცემ და წარმოსახული ქალიც ის იქნება ვინც იმ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის.. რა ადვილი ყოფილა მეცონებე კაცისთვის ცხოვრება, წერის დროს უყურე მონიტორს და ვეცადე ვყოფილიყავი მეოცნებე , მაგრამ მონიტორიც გავთიშე ისევ სიბნელეა, და თითქოს ცხოვრების ჰორიზონტზე ჩაკვდა მზეო... მეც მინდა შემეძლოს ოცნება, და ამ ოცნებებით ვქმნიდე სილუეტებს, მერე ქარი დაჰბერავს და მონიტორიც შეასხამს ჩემი ოცნების სილუეტებს ფრთებს....
პს. ეს იცის ორი დღის უძილობამ, საწოლი საითააააააააააააა მეძინება დამანებეთ თავი....
--------------------
Proud To be Georgian
|