ესეიგი 4 თვის წინ გავყიდე მანქანა ნოტარიული ხელშეკრულების საფუძველზე თანხის ეტაპობრივი დაფარვით. ხელშეკრულების პირობით მანქანა რჩება ჩემ საკუთრებაში სანამ სრულად არ დაიფარება თანხა ,თავიდან გარკვეული თანხა გადაიხადეს მანქანის ღირებულების 20 % სადღაც და დანარჩენი განაწილდა 10 თვეზე. ამავდროულად მითითებულია კონკრეტული ვადა როდესაც თანხა უნდა მომაწოდონ და ამ ვადის თუნდაც 1 დღით გადაცილებაზე მანქანა მიბრუნდება მე . 2 თვის ფული ძლივს მოვაცემინე სულ მაგათ ძებნაში ვიყავი ტელეფონები გათიშული არსად არავინ არ მპასუხობდა.ახლა 1 თვეა უკვე საერთოდ ვერავის ვეღარ ვპოულობ არც ტელეფონზე მპასუხობენ გათიშული აქვთ ყველა ნომერი (5 ნომერი მიწერია მაგათი უკვე

) არც ოდნოზე არც ფბ ზე კითხვა მაქვს ასეთი როგორ შეიძლება დავიბრუნო ჩემ საკუთრებაში მყოფი ავტომობილი? პოლიციაში რო მივიდე ეს ხელშეკრულება ვანახო და სიტუაცია ავუხსნა მანქანას არ მომიძებნიან?