კვიპროსული "შოუ თაიმი" სენსაციურ ცნობას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა, თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსის" ტექნიკური დირექტორი გახდეს.
ეს ინფორმაცია "შოუ თაიმმა" კონფიდენციალური წყაროსგან შეიტყო და რუბრიკით, "ჭორია თუ მართალი", აქვეყნებს.
"მალე შეიძლება თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაცია ამ კლუბში მომუშავე ადამიანისგან შევიტყვეთ.
ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არაა, თუმცა ამბობენ, რომ ყველასთვის საყვარელი მწვრთნელი ბრუნდება. კიდევ ამბობენ, რომ გამოჩნდება ახალი სპონსორი და გუნდს მეტი ეკონომიკური საშუალება ექნება.

ჭორს უფრო გავს,იცის ვინმემ რამე?
ისე ნაკრების მწვრთნელობის პარარელურად ვერ იქნება ბუნებრივია სპორტ დირექტორი
This post has been edited by dima z3stafan on 8 Jan 2014, 16:59