მოვიდა მე-5 ნაწილის დროც და ყველას გილოცავთ ვინც სწავლობთ
ამჟამინდელ სტუდენტებს წარმატებით გამოცდების ჩაბარებას გისურვებთ, ხოლო ვინც ახლა ერკვევა უნდა თუ არა ამ კურსების გავლა, იმედი მაქვს ეს თემა დაეხმარება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.
მაშ ასე, მცირე რამ ACCA-ს შესახებ:
The Association of Chartered Certified Accountants (ACCA) გახლავთ გლობალური პროფესიული ბუღალტრული პროგრამა, რომლის მიზანიცაა პროფესიონალი ბუღალტრების, და არა მარტო მათი, მომზადება და შესაბამისი ცოდნის მიცემა, რა თმა უნდა პროგრამა ხანგრძლივია და მოიცავს 3 ეტაპს:
I ეტაპზე (ლეველზე) ხდება 3 წიგნის (პეიპერის) ჩაბარება. ესენია:
Knowledge
F1 Accountant in Business
F2 Management Accounting
F3 Financial Accounting
II ეტაპი შედარებით გრძელი და ხანგრძლივია, შესაბამისად უფრო რთულიც, ჯამში 6 წიგნით იწონებს თავს:
Skills
F4 Corporate and Business Law
F5 Performance Management
F6 Taxation
F7 Financial Reporting
F8 Audit and Assurance
F9 Financial Management
III და ბოლო ეტაპი გახლავთ პროფესიონალური დონე, კიდე უფრო რთული მაგრამ მოქნილი, თუ რატომ ქვემოთ მოგახსენებთ:
Essentials
P1 Governance, Risk and Ethics
P2 Corporate Reporting
P3 Business Analysis
Options (two to be completed)
P4 Advanced Financial Management
P5 Advanced Performance Management
P6 Advanced Taxation
P7 Advanced Audit and Assurance
საგამოცდო სისტემა 100 ქულიანია და გამოდა ჩაბარებულად ითვლება 50% დაგროვების შემთხევაში.
მაშ ასე, დავიწყოთ პირველი ეტაპიდან. სამივე წიგნზე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში გამოცდის ჩაბარება, რაც გულისხმობს მალტიპალ ჩოისებს (ანუ რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის მითითებას). გამოცდის შედეგიც იმ წუთშივე ხდება ცნობილი, როცა სრულდება გამოცდა. გამოცდა 2 საათიანია პირველ ეტაპზე.
მეორე ეტაპზე უკვე მოემზადეთ კალიგრაფიის გაუმჯობესებაზე იმუშავოთ, რადგან მოგიწევთ ჰენდ რაითინგი, ანუ თავიდან ბოლომდე გამოცდას წერთ შესაბამის ბლანკზე. გამოცდა 3 საათიანია და პლიუს 15 წუთს რიდინგ თაიმს მოიცავს.
მესამე და დამაგვირგვინებელ ეტაპზე გვაქვს არჩევნების გაკეთების საშუალება. ანუ პირველი 3 წიგნი სავალდებულოა, რომლის ჩაბარების მერეც დარჩენილი 4-დან ირჩევა 2 ჩვენი სურვილის გათვალისწინებით. გამოცდის დრო იგივეა, თუმცა საგამოცდო საკითხებში კვლავ არჩევნის საშუალებაა, ანუ თუ მეორე ეტაპზე კითხვას ვერ გამოტოვებთ და ყველა სავალდებულოა, ბოლო ეტაპზე 4 ამოცანიდან 3 დაწერაა სავალდებულო. პირველი ამოცანა 50 ქულიანია როგორც წესი და იმას ვერ გამოტოვებთ, ხოლო დანარჩენი 3-დან ირჩევთ თქვენთვის სასურველ 2-ს.
და ბოლოს, თუ გამოცდების წარმატებით დაგვირგვინების შემდგომ, გვსურს ACCA-ს წევრობა, აუცილებელია ეთიკის ტრეინინგის ონლაინ ჩაბარება თავად საიტზევე და პლიუს სამსახურის გამოცდილების გრაფის შევსებაც, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ თუ ბუღალტრად, ან აუდიტორად არა, რაიმე მსგავსთან მაინც გაქვთ შეხება და როგორც ვიცი წევრობისთვის 36 თვიანი სტაჟია საჭირო, როგორც მინიმუმ.
ფასებთან დაკავშირებით, აქ არ დავპოსტავ რადგან ყოველწელს იცვლება და საიტზე ნახეთ თავად ჯობია:
1.დასაწყისში იხდით რეგისტრაციის საფასურს.
2. იმ შემთხევაში თუ მოხდა თქვენი რომელიმე გამოცდიდან განთავისუფლება, თქვენივე ბექგრაუნდიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს უმეტესად პირველი დონის წიგნებიდან, ამ შემთხვევაში მაინც იხდით იმ გამოცდის საფასურს. რა თქმა უნდა გამოცდას არ ესწრებით. (ფულის მახეა რა
)
3. წლიური მოსაკრებელი, რომელიც შესაბამისად წლიური გადასახადია, ყოველი წლის იანვარია შესაბამისად.
4. თავად გამოცდის საფასური, რომელზეც რეგისტრირდებით და აპირებთ ჩააბაროთ.
გამოცდის საფასური დონეების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი დონე უფრო იაფია, შემდეგ ყოველ ახალ დონეზე ძვირდება.
ასევე ფასებში სხვაობაა კალენდრის რომელ მონაკვეთში გააკეთებთ რეგისტრაციას, თუ ადრე დარეგისტრირდებით, იაფია შედარებით, სტანდარტ დროზე სხვა ფასია და თუ გვიან გადაწყვეტთ რეგისტრაციას მაშინ მზად იყავი ორმაგი გადაიხადოთ.
სასწავლო მასალები:
თავად სასწავლებელი არის პასუხიმსგებელი გამოდების ჩატარებაზე, ნაწერების გასწორებაზე, და შესაბამისად შედეგების გამოცხადებაზე. მას არ ეხება თქვენი მომზადების პროცესი. თქვენ თავად უნდა მოიძიოთ მასალები და იმეცადინოთ, ან ნახოთ კერძო ან რომელიმე სასწავლო ტუტორები რაზეც მიგიწვდებათ ხელი.
თუმცა უამრავი მასალების ავტორებიდან, თავად ACCA გვირჩევს შემდეგ გამომცემლებს:
PLATINUM- BPP
GOLD- KAPLAN
როგორც წესი მასალები თითოეული წიგნისთვის იყოფა 2 წიგნად. 1) ეს არის Study text, რომელიც გვიხსნის თემებს და შიგნით პატარა მაგალითებით გვანახებს რა სურდა გადმოეცა და 2) Question kit, revision, რომელშიც მსგავსი საგამოცდო საკითხებია თავმოყრილი და რომლის მიზანიცაა პრაკტიკული უნარები დაგვიხვეწოს
დანარჩენი კითხვები თუ გაჩნდება, არიან აქ გამოცდილი უზერები და გაგცემენ სათანადო პასუხს.
აი ესეც ოფიციალური ლინკი:
http://www.accaglobal.com/gb/en/qualificat...a/overview.htmlასევე ვისაც ოქსფორდ ბრუქს დიგრიზე ინფო სურს, მაგ საიტზევე მონახეთ ინფო, ან დასვით შეკითხვა და მზად ვარ მოგეხმაროთ (ეს უკანასკნელი მეც დამაინტერესებს, ვგონებ).
ესეც წინა თემები:
ACCA - I ნაწილი
ACCA - II ნაწილი
ACCA III ნაწილი
ACCA - IV ნაწილი
წინ ACCA-ლებო !!!!!
ესეც წინა თემის ტოპ 10 მპოსტავები:
Borris 138
Bo-BuBu 98
Ambitious_Person 85
makarena 78
likani77 71
niana 64
grafinia79 63
ninia11 51
Fluorescent Adolescent 41
chuvak_lexo 36
გითხარი შენ უნდა გაგეხსნა ეს თემა
Borris
მადლობა LOLZ
This post has been edited by makarena on 4 Apr 2014, 18:35