კახა ლომაიას განცხადებით ვალერი გელაშვილს ჰქონდა მასთან საუბარი, რომელიც ერთის მხრივ შეეხებოდა მის კუთვნილ ფირმას "ევრას" და სკოლას რომელიც ამ ფირმის გვერდზე მდებარეობს.
მომხდარი ფაქტი ბადებს ეჭვებს და საჭიროა საფუძვლიანად იყოს გამოძიებული, მონაწილეობს თუ არა გელაშვილი ბიზნესის მართვაში. თუკი ეს ფაქტი დამტკიცდა, ცხადია რომ მან უნდა დატოვოს პარლამენტი.
გარკვეული ხნით ადრე დასრულდა პარლამენტის საგამომძიებო კომისიის სამ თვიანი მუშაობა. კომისიის დასკვნის მიხედვით კობა ბექაურს არ დაუმტკიცდა საქართველოს კანონმდებლობის არც ერთი პუნქტის დარღვევა, მათ შორის არც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მეთორმეტე მუხლის პირველი პუნქტის, რომელიც ამბობს:
თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობას.
იგივე კანონის მეხუთე მუხლის "ა" პუნქტი განმარტავს "საჩუქარის" ცნებას.
"საჩუქარი" არის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან განთავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ აშკარად შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისათვის, ჩვეულებრივ, იღებს გასამრჯელოს;
პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ასევე დაადგინა, რომ ბექაურის დეპუტატად გახდომის მერე მის მეუღლეს და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საბაჟო ტერმინალის "ლილო1"-ის გაკოტრების შემდეგ მის ყოფილ დირექტორს აღმოაჩნდათ მეწარმეობის ნიჭი და შექმნეს წარმატებული ბიზნესი.
გარდა ამისა, ყოფილი მეწარმის და ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის ბესო ჯუღელის განცხადება, რომ ყველა ყოფილი მეწარმე (ალბათ პირველ რიგში საკუთარი თავი იგულისხმა) ფარულად ბიზნესის მართვასაც ახორციელებს და საჭიროა კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა ეს უფლება კანონიერი გახდეს, ლომაიას განცხადებისგან განსხვავებით ეს განცხადება არ გახდა არა თუ მისი პარლამენტიდან გაგდების მიზეზი, არამედ გამოძიების დაწყების საფუძველიც კი.
პრეზიდენტის მიერ თავისი განცხადებით დეპუტატ ჩოხელის პრაქტიკულად ბიზნეს საქმიანობაში დადანაშაულებაც არ გამხდარა მისი პარლამენტიდან გაგდების და არც გამოძიების დაწყების საფუძველი. ასევე ჩდება ეჭვის საფუძველი, პრეზიდენტმა რის სანაცვლოდ გაუკეთა უფასო რეკლამა ბლოკი "ახალი საქართველოს" მხარდაჭერით გადეპუტატებულ ყოფილ ბიზნესმენს.
29 მარტს ლუდის ქარხანა "ნატახტარის" გახსნაზე პრეზიდენტმა ესეთი რამე განაცხადა:
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ ნატახტარში ლუდსახარში ქარხნის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა ლუდსახარშის მფლობელს ცეზარ ჩოჩელს ჩვენი დროის გმირი უწოდა და ამ საქმიანობის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ბმული:
http://www.president.gov.ge/?l=G&m=0&sm=1&id=699იმედია პარლამენტი დღეის მერე მაინც გახდება პრინციპული და კანონის უმცირესი დარღვევაც კი არ დარჩება რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა ვინ არღვევს კანონს პრეზიდენტი, მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელი.
მე არ მინდა დავიჯერო რომ საქართველოს პარლამენტი და ზოგადად დღევანდელი ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. ისე ცხადია პარლამენტის პრინციპულობა ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს ქართული სახელმწიფოს განვითარების საკითხში. მას შემდეგ რაც კანონის ამა თუ იმ მუხლის დარღვევისათვის თანამდებობაზე აღარავინ აღარ დარჩება ხელისუფლების არც ერთ შტოში, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდნტო არჩევნები.
This post has been edited by net on 31 Mar 2006, 18:42