ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ რაც მოხდა, უჩვეულო სამწუხაროდ არაა.
დაიბომბა ღაზას სექტორის ჩრდილოეთი, იქ განლაგებული პალესტინის მთავრობის ერთ-ერთი შტაბ-ბინის ჩათვლით. ერთი პალესტინელი დაიღუპა, 9 დაიჭრა, აქედან ერთი - ექვსი თვის ბავშვი. ტრადიციულად ისრეალის მხარე აცხადებს, რომ საბრძოლო პოზიციები საბომბეს, იქვე დასძენენ: "თუმცა 100%-ით დარწმუნებულები არ ვართ, რომ საცხოვრებელ სახლებს არ მოხვდა". 
ორივე მხარე აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი (ურთიერთ)დაბომბვა უფრო დემონსტრაციული ხასიათის "მესიჯია", რომ არ მოითმენენ აგრესიას მოწინააღმდეგის მხრიდან, თუმცა ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაბომბვის მიზეზი არაბების მიერ რამოდენიმე დღის წინ ნასროლი ჭურვებია, მაგრამ მათ ერთი მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, ისრაელს სურს დაანახოს პალესტინელებს, რომ ორმაგად უპასუხებს ნებისმიერ შეიარაღებულ აქციას და ურჩევნიათ, ხელი აიღონ ნებისმიერ ძალადობრივ განზრახვაზე.
