რამდენიმე კითხვა გამიჩნდა ამ თემაში
1. ვისი რა საქმეა და რატომაა საქვეყნოდ გამოსამზიურებელი ვმარხულობ თუ არ ვმარხულობ? (მესმის რომ ჩემი ნებაა ვიტყვი თუ არა მაგრამ როცა მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვები მიმდინარეობს ცოტა უხერხულობას მაინც ვგრძნობ)
2. მომარხულეების, არამომარხულეების და ათეისტების გარდა სხვა ჯურის ხალხი არ არსებობენ? თუნდაც სხვა რელიგიის მიმდევრები სადაც მარხვა არ არსებობს ან როგორც მინიმუმ ისეთი გაგებით როგორიც მართლმადიდებლურ რელიგიაშია.
3. ცოტა ხანდახან ფორუმის სხვა თემების გადახედვა არ შეიძლება ან სერჩის მიცემა? მარხვაზე რამდენიმე თემაა გახსნილი არც თუ ისე შორეულ წარსულში და თუ კარგად მოქექავთ შეგიძლიათ იპოვოთ.
პს
არამომარხულეთა ცენრტისტულმა ნაწილმა ღრმა სინანული გამოთქვას რიგი მიზეზების გამო მარხვის დაუცველობის და მისი დაცვის უდიდესი სურვილის შესახებ.
არამომარხულეთა მემარცხენე ფლანგი გაიჯგიმოს და იამაყოს იმით რომ არ მარხულობს და არა ჰბნელათ.
მომარხულეებმა თავზე დიადემა დაიდგან და წამებული სახით მოყვნენ წმინდა მამათა ნაწერების ციტირებას.
ათეისტებმაც იამაყონ ათეისტობით და ცინიზმით აღავსონ თემაი იგი.
სხვა რელიგიის მიმდევრებმა ვერ გაბედონ აქ დაპოსტვა ან თუ გაბედავენ კნავილითა კატისაითა.
ხოლო მე, მავანთა მათთა ფორუმელთა მიერ სექტანტად (???) და ურჯულოდ შერაცხული

ვპოსტავ ამ პოსტს და იქნებ ოდესმე გავერკვე სად არის ჭეშმარიტების დიიიიდი ნათელი.
Я не люблю когда мне врут, но от правды я тоже устал...........
სიცოცხლეა მაგარი მავნებელი, სიკვდილს იწვევს ©TimeRider
ლოცვა არ გაგიძლიერებია? © GT