მე როგორც ვიცი, ირინა სარიშვილი 1988 წელს მუშაობდა რაღაც რედაქციაში.
მერე, როგორც თვითონ ამბობს ძალიან დაინტერესებული იყო იმხანს გაღვივებული ეროვნული მოძრაობით და მათი ლიდერებით.
მის თანამშრომელს შეუთავაზებია(როგორაც თვითონ ამბობს) , -თუ სურვილი გაქვს გაგაცნობ გიორგი ჭანტურიას, რომელთანაც კავშირები მაქვსო და ასე გაუცვნია ის.
შემდეგ ელვის სისწრაფით ღვივდება მათ შორის სიყვარული, რაც გვირგვინდება 1989 წლის 9 აპრილის დაპატიმრების შემდეგ მათი ქორწილით საპატიმროში.
ირინა სარიშვილი ამავდროულად ხდება ეროვნული მოძრაობის ერთერთი ყველაზე ცნობილი სახე და ედპ-ს თანალიდერი .
ამის შემდეგ ხდება "ალიაობა-ფალიაობა" , "იქეთური -აქეთური" , "განხეთქილება-ორომტრიალი" - მოკლედ ყველამ იცის და ...............................
1992 წელს ედეპეს თავგამოდებით და ჯაბა იოსელიანის ხელშეწყობით თბილისში ჩამოდის შევარდნაძე.
შემდეგ ხდება "დომხალი" , ომები, უბედურებები - და..................
1994 წლის დეკემბერში კლავენ გიორგი ჭანტურიას (ავტომობილში კვდება ყველა ირინა სარიშვილის გარდა).
მკვლელობა გაიხსნა (ოფიციალური ვერსიით) 1995 წლის შევარდნაძეზე ტერაქტის შემდეგ.
შევარდნაძის პროკურატურამ მკვლელობის ორგანიზატორობა და შესრულება დააბრალა:
- იგორ გიორგაძეს,
- ჯაბა იოსელიანს,
- პარტია "დათვის" ლიდერის, ყოფილი შს მინისტრ-ს (გვარს ვერ ვიხსენებ).
ამის შემდეგ, ხდება ----------- ბევრი რამ-------- გადის ბევრი დრო---------------- და..............
2003 წელს, არჩევნებისთვის ირინა სარიშვილი ხდება შევარდნაძის საარჩევნო ბლოკის ცნობილი სახე და ამ ბლოკის საარჩევნო პიარ-კომპანიის ხელმძღვანელი.
მერე გადის კიდევ ცოტა დრო........... რევოლუცია- --- დევალვაცია---- და.....
ირინა სარიშვილი ხდება იგორ გირგაძის ფონდის ხელმძღვანელი და ნომაწილეობს საქართველოს მტრების მიერ მოწყობილ ფორუმ-ში!!!!????? -
http://www.regnum.ru/news/georgia/611293.htmlვერ ვპოულობ მყარ ადგილს, მყარ წერტილს, ამომავალ იდეას, განმსაზღვრელ პრინციპეპს ........ ?????
რედაქცია.....ეროვნული ნოძრაობა.......გადატრიალება........ შევარდნაძე......... ოპოზიცია (დსთ-ს შემდეგ).... ისევ შევარდნაძე......... იგორ გიორგაძე....... მტრულ ფორუმებში მონაწილეობა ........ !!!!!! ??????იქნებ ვინმემ შეძლოს ახსნას დიალექტიკა ასეთი ტანჯული გზისა????