აუფ... ჩემი არყოფნის დროს აქ რამდენი პოსტი წამოსულა

დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისათვის.
mixail, _Err0r_4o4_, GBriderფერთა გამას ვერაფერს ვუზამ. მოთხოვნა იყო, რომ ვებსაითის ფერები USAID–ის ლოგოს შესაბამისი ყოფილიყო. ის კი არა და პროექტის სახელის შრიფტიც ჩამასწორებინეს. ზედა ნაწილი ამ ვარიანტში ზედმეტად გაღარიბებულია იმის გამო, რომ თავდაპირველად ჰედერში სხვა შრიფტი იჯდა და დამატებითი ტექსტი და დიზაინი იყო განთავსებული.
რაც შეეხება სიახლეებს – ვერ დაგეთანხმებით, რომ მისი აწევაა საჭირო. საქმე იმაშია, რომ მათი განახლება მხოლოდ დრო და დრო მოხდება, ამიტომ პირველი გვერდი ისეა გაკეთებული, რომ მომხმარებელს (ყველაზე გავრცელებული ეკრანის რეზოლუციით) პირველ რიგში ე.წ. "სარეკლამო ტექტი"–ი მოხვდეს თვალში და არა ორი ან სამი კვირის წინათ განთავსებული სიახლე.
naskida, getsoუღრმესი მადლობა შეფასებისათვის. მართლაც, დიზაინს მხოლოდ ადგილ–ადგილ ვუთმობ ხოლმე დროს. პრაქტიკულად ვეღარ ვადევნებ თვალს ტექნოლოგიების განვითარებას. არც არის საჭირო – ბევრი ახალი და სერიოზული ვებ კომპანია გაჩნდა ქვეყანაში და მათთან მეტოქეობას არც კი გავბედავ (თუმცა, ისე ამ დიზაინმა რამდენიმე კომპანიის წინადადებას აჯობა

). ერთადერთი ახალი ის არის, რომ საითი "სუფთა" XHTML 1.0 Transitional –ია (Strict-ამდე ვერ მივედი

) და სრულად უპასუხებს 508 Standards, Section 1194.22 მოთხოვნებს.
მოკლედ, მე ასე ვთქვათ, "ჩემი პატარა ნიშა გამაჩნია", რომლითაც სრულიად "ბედნიერი" გახლავართ – დამატებითი $$ მე მგონი არავის აწყენს.
naskida, Gregoryეს კომპონენტები უახლოეს ხანებში "იქცევა" ბმულებად. თავდაპირველ ვარიანში ცოტა სხვა რამე იყო ჩადებული, მაგრამ საბოლოოდ "კომპონენტებზე" შევთანხმდით.
რაც შეეხება redaxo–სეს ის შემთხვევაა, როდესაც პირველად ვთქვი უარი "ჩემი ნაცოდვილარი" და ასე შეჩვეული CMS–ისაგან. ძალიან მაგარია – "მარტივი და მუშა", ყოველმხრივ რეკომენდაციას ვუწევ მათთვის, ვისაც არ აწყობს ე.წ. "Out of box" სისტემები. აგერ აქ:
http://www.redaxo.de