ჩემთვის ამ თემის წერა ცოტა უცნაურია

მინდა სწორად აღიქვან ეს კრიტიკა ვინის გამქართულებლებმა და არ იფიქრონ რომ რაღაც ვინტრიგანობ ან რამე სხვა.
ქართული ვინი ჯერ არ მინახავს. ვნახე ნავიგატორის სტატია (მანდვე იყო რამდენიმე ფანჯრის სურათი) და მასალად მაგას ვიყენებ.
დაუტოვებიათ უთარგმნელად „მაუსი“ და „ფოლდერი“ სამაგიეროდ თარგმნეს „indicater“ „თვალპაჭუნად“. არალოგიკურია.
ციტირება - „ასევე კამათი იყო 'ფოლდერთან' დაკავშირებით. მისი ქართული შესატყვისია 'საქაღალდე', თუმცა ირაკლი უჯმაჯურიძეს თქმით, ვინაიდან ქაღალდი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია არ იყო, საბჭომ გადაწყვიტა ის ინგლისური ტერმინის ანალოგად დარჩეს“

საინტერესოა ინგლისურად რატომ დაარქვეს „Folder“? ალბათ არ იცოდნენ რომ ქაღალდთან კავშირი ქონდა.

მე „მაუსი“ არ მომწონს მაგრამ ბევრს მოწონს და მაგაზე ჩუმად ვარ.
„indicater“-ს რას ერჩოდნენ არ ვიცი

„თვალპაჭუნა“ რომ არ შეესაბამება ეს 100%. ამის გარდა, თუ ასე უდგებიან რომ „საქაღალდე“ არ შეესაბამება შინაარსით, „თვალპაჭუნა“ შეესაბამება?

სხვათა შორის ერთ-ერთ სურათში დავინახე „ვინდოუსი“. ეგ სავაჭრო ნიშნის დარღვევა არ არის? არ ვიცი უბრალოდ და მაინტერესებს.
ალბათ ვინის გაქართულების განყოფილებაში უნდა ჩამეგდო

მოდერატორს ვთხოვ, თუ მოუინდა გადაიტანოს
This post has been edited by gioalhaz on 24 May 2006, 11:44