Scouser_tornikE
))) ეგ ვიცი.. მაგრამ მაგრად მომწონს მოტოციკლეტები და ვერ მოვითმინე

)))
არა უშავს ..

)
* * *
ეხლა რაც შეეხება მოკლე მიმოხილვას

) ნუ მე რასაც ვადევნებ თვალს ამ სპორტს..
დავიწყე ყურება 1996 ში. როცა სატელიტური ანტენა დავდგი და ევროსპორტი დავიჭირე.
მაშინ ძაან დაძაბული სიტუაცია იყო ამ სპორტში.. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ორი იმ დროის უნიჭიერესი მრბოლელი.
მიკ დუენი და ალექს კრივიე.. ავსტრალიელი და ესპანელი.
მხოლოდ ეს ორი კაცი ადიოდა პირველ ადგილზე.. პოულიც ან ერთის იყო ანაც მეორეს.. მახსოვს რამოდენიმე გონკის ბოლო წრეზე ამ ორმა ერთმანეთს გადაასწრო 16 ჯერ.. წარმოგიდგენიათ ეხლა რა ხდებოდა??? სიგიჟე იყო.. მაგრამ არასოდეს მათი ბრძოლა არ გადაცდენია იმ ზღვარს რასაც ფეირ პლეი ქვია. ყოველთვის ერთმანეთს დიდ პატივს ცემდნენ.. ორივე დიდებული პიროვნება და პილოტი იყო. აქედან კი დაიწყო დუენის ზეობა.. 5 წელი ვერავინ ვერ ჩამოართვა მას პირველი ადგილი. შემდეგ კი საშინელი ავარიის შემდეგ დატოვა ეს სპორტი და რეპსოლ ჰონდაში კონსულტანტად დარჩა.. ანუ ყველაზე პერსპექტიულ მრბოლელებს არჩევდა და ისინი გამარჯვებამდე მიყავდა. გენიოსი კაცი იყო და არის ეხლაც..
5 წელი იგებდა თქო რო ვამბობ.. ამ დროს მას ძაან ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა.. ჯერ კრივიე.. შემდეგ კი ეგქომ ქებული მაქს ბიაჯი, რომელსაც 500 კუბიკში გადასვლამდე 4 ჯერ ქონდა მოგებული 250 კლასი. აი ამათ პაექრობას კი ვერ დაარქმევ ნამდვილ სპორტულს.. ბიაჯი ძაან ამბიციური იყო.. და არის კიდეც.. უბრალოდ მაშინ ვერ შეეგუა, რომ დუენი მასზე გაცილებით ძლიერი იყო.. და ყველაფერს კადრულობდა რო გაემარჯვა.. მახსოვს ერთხელ შავი დროშა უფრიალეს 15 წრე.. ეს ნიშნავს რო მისთვის დამთავრებული იყო გონკა რაღაც დარღვევის გამო.. ეს კი ვითომც არაფერი მივიდა ფინიშამდე და ზეიმი მოიწყო.. საწყალი საკურებელი იყო.. მაგრამ რას იზამ მისმა ხასიათმა არ მისცა შანსი რო გამოევლინა ის რასაც ასე მაგრად ავლენდა 250 ში..
შემდეგ საშინელი ტრამვა და დუენმა დატოვა ეს სპორტი.. გამოჩნდა არა ნაკლებ ნიჭიერი პილოტები.. მაგალითისთვის კენი რობერტს უმცროსი. ძაან ძლიერი და ყველანაირად დადებითი პილოტი. მოიგო ჩემპიონატი ძაან ადვილად.. მაგრამ ამ პერიოდს ლათ მოტივად დაზდევდა ვალენტინო როსი.. რომელმაც 1996 წელს დაიწყო და მას შემდეგ ისე ფანტასტიკურად გონკაობდა რო მოიგო ყველაფერი რაც კი არსებობს.. ყველა რეკორდი მოსხსნა..
ამ კაცზე ცალკე საბაზროა.. მაგრამ რაც მთავარია ეს კაცი რო გადმოვიდა რეპსოლში.. მისი მასწავლებელი გახდა დუენი.. პირველ წელს ბევრი წაქცევა დაუგროვდა.. მაგრამ სეზონის ბოლო ისე ჩაამთავრა, რო ახლოს არ გაიკარა არავინ! მეორე წელს კი უკვე დაეტყო დუენის სკოლა და ისე ციმ-ციმ მოიგო ყველაფერი რო ექსპერტებიც გააკვირვა.. უნდა ითქვას რო მიკ დუენის ღირსეული შემცვლელი აღმოჩნდა..
ისიც აღსანიშნავია, რომ მასაც დაძაბული ურთიერთობა ქონდა მაქს ბიაჯისთან

)) ვერ იტანდნენ ერთმანეთს

))) ვალენტინო ექსტრაორდინალური პიროვნებაა და აქედან გამომდინარე სულ ამასხარავებდა მოგუშულ ბიაჯის.. ეს ბოლო კი გიჟდებოდა

)) კაი სანახავები იყვნენ ორივე რბოლაშიც და რბოლის გარეთაც.. ვალენტინო როგორც კი შემოაჯდებოდა მოტოს.. უცებ ქრებოდა მისი გიჟმაჟობა.. ეგრევე საშიშა იქცეოდა ხოლმე და ისე იგებდა სტარტის ჩაფლავების შემდეგ მე-15-18 ადგილებიდან რბოლას რო ვითომც არაფერი.. მისი აგრესიული სტილი ბევრს მოწონს.. ქომაგებიდანაც და პილოტებიდანც.. მაგრამ არა მგონი მასზე ძლიერად ვინმემ ირბოლოს.. ეს მას შემდეგ დამტკიცდა.. როცა ვალენტინო საჩემპიონო ჰონდიდან გადავიდა ძაან სუსტ იამაჰაში.. არავინ ელოდა თუ ეს კაცი ამ სუსტი მოტოთი მოიგებდა ჩემპიონატს.. მთელი სეზონი სულ ერთი და იგივე სურათს ვუყურებდით.. ეს იყო როგორ ასწრებდნენ სწორ ტრასაზე მას ჰონდას პილოტები.. და შემდეგ როგორ ასწრებდა მოსახვევებში ვალენტინო ყველას.. აქ დამტკიცდა რო მას ბადალი არა ყავს მოქმედ პილოტებში.. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ეს ბოლო 3 წელი კონკურენციას უწევს კიდევ ერთი ძაან მაღალი დონის და მე ვფიქრობ რო როსის შემდეგ ყველაზე ნიჭიერი ესპანელი სეტე ჯიბერნაუ... კარგი პირვნება და უძლიერესი პილოტი....
ეხლა კი დანი პედროზაც გამოჩნდა ამ კლასში..რაც ასე მიხარია.. ამ კაცს ვუყურებ სულ თავიდან 125 კუბიკში რო იყო.. მას შემდეგ.. და გენიოსია.. მოხსნა უკვე როსის რეკორდები.. მასზე ახალგაზრდას არავის მოუგია ეტაპები ამ სპორტში..
წელს ველი ძაან მაგარ კონკურენციას.. როსი, გიბერნაუ(თუ მოტომ მიცა საშუალება) , კაპიროსი, პედროსა, ჰეიდენი, ედვარდსი, ჩეკა... ეს პილოტები გაარკვევენ თუ ვინ არის პირველობის ღირსი. მე ვალენტიონოზე ვდებ!
ვიცი ბევრი დავწერე და არ წაკითხავთ.. ეგეც არ არის მთავარი.. მთავარია უყუროთ ამ სპორტს ვინც ადრენალინის ნაკლებობას განიცდით..! მერწმუნეთ არ წააგებთ! ყველაზე დინამიური და აზარტული სპორტია..
ესეც პილოტი, რომლისგანაც მხოლოდ ჩემპიონობას ველი!
ვალენტინო როსი!
This post has been edited by rastreli on 27 Mar 2006, 09:40
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)