maxo-ttდავრეგისტრირდი შენს ქსელში და...
რომ დავინახე ნაცნობი სკრიპტი ელეთ-მელეთი დამემართა. მე ვაპირებდი მაგის ყიდვას და გაშვებას... ძალიან კარგი რესურსია.
გულახდილად გეტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მინდოდა, ძალიან გამეხარდა რომ ქართველმა გააკეთა და ჩვენც გვექნება მპ3 მუსიკაზე ორიენტირებული სოც. ქსელი.
მინდა წარმატება და კომერციული მოგება გისურვო!

როგორც ვნახე, გაგიქართულებია მთლიანად და საკმაო შრომა ჩაგიდია მაგ საქმეში. მიხარია, რომ იცი ის საქმე, რასაც აკეთებ. იმედია მალე შეივსება მომხმარებლებით და ამოიქოქება როგორც საჭიროა

ისე, თუ ჩართავ ფასიანი მუსიკის შეძენის სერვისსაც, ქართველი მუსიკოსების გარკვეულ ნაწილთან შეგიძლია ლეგალურად ითანამშრომლო. მათაც უნდა აწყობდეთ...
მომხმარებლებს მინდა ვუთხრა, რომ სიმღერების სტრიმინგის სიჩქარე და გადმოწერის სიჩქარე მეტწილად თქვენს ინტერნეტ-პროვაიდერებზეა დამოკიდებული და ამაზე პორტალის შემქმნელთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს.
გარდა ამისა, მანდ მარტო მპ3-ს ძებნა და ატვირთვა-გადმოწერა კი არა, საკუთარი პროფილის შექმნაცაა შესაძლებელი, სურათების ატვირთვაც და ერთმანეთის კედელზე თუ სიმღერებზე კომენტარების დატოვებაც...
მუსიკოსებს კი ვეტყვი, რომ ძალიან კარგი რესურსია თქვენი კომპოზიციების ასატვირთად. მანდ შეგიძლიათ ნახოთ ვინ როგორი შეფასება მისცა თქვენს სიმღერებს, რამდენმა მოუსმინა და ზოგადად, როგორი რეიტინგი აქვს. ნუ შეგაყოვნებთ მომხმარებლების მცირე რაოდენობა დღეს - თუ თქვენ დარეგისტრირდებით, თქვენი თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი თქვენი ხათრით გაწევრიანდება და ასე შემდეგ...
წარმატებები მახო!
This post has been edited by BNELI on 15 Oct 2010, 12:49