მორიგი აქცია თბილისის ფორუმისგან!!!
აღარ დავიწყებ გრძელ შემოსავალს იმის შესახებ რომ პერიოდულად აქციებს ვატარებთ ფორუმზე და ვეხმარებით ახალგორის ბავშვთა სახლს. თუ ვინმეს არ გაუგია ამის შესახებ და აინტერესებს რას და როგორ ვაკეთებთ შეგიძლიათ ნახოთ წინა აქციების თემები:
http://forum.ge/?f=19&showtopic=33625352http://forum.ge/?showtopic=33596271&st=0http://forum.ge/?showtopic=33604600&st=0http://forum.ge/?showtopic=33608753&st=0 ისე როგორც წესი აქციებს ასე მიყოლებით არ ვატარებთ მაგრამ რაღაც თვითონ წამოიჭრა ახალი აქციის პონტი და ჩვენც ნუ გავუშვებთ ხელიდან

საქმე იმაშია რომ ვიპოვე second hand მაღაზია სადაც ძალიან შეღავათიან ფასებში გვყიდიან საკმაოდ კარგ ტანსაცმელს. კურტკები, ჯემპრები, შარვლები, საროჩკები და სხვა ისეთ მდგომარეობაში რომ არაფერი აქვს დასაწუნი. ერთი დიდი ფუთი უკვე ვიყიდე.
რამდენიმე პარკი ტანსაცმელი ისედაც შემიგროვდა, მეგობრებში, ნათესავებში, ფორუმელებში...
დღეს boke.ge-ს ფორუმიდან(სადაც არის მსგავსი თემა გახსნილი) დადო თანხა ერთ ერთმა მონაწილემ. მოკლედ აქცია თვითონ ითხოვს ჩატარებას

ისე რომ:
როგორც ყოველთვის ვაგროვებთ, ტანსაცმელს, სათამაშოებლ და ფულს რომლითაც მერე შევიძენთ საჩუქრებს და ჩაგვაქვს ეს ყველაფერი ახალგორის ბავშვთა სახლში. დახმარების გადმოსაცემად დამიკავშირდით პრივატში და პირადათ მოვილაპარაკოთ შეხვედრაზე.აქციის ჩატარების თარიღს ჯერ არ დავასახელებ, მაგრამ მაქსიმუმ 2-3 კვირაში იყოს.
აქციის სალარო:BigGoga - 35 ლარი (უკვე დახარჯულია ტანსაცმელში)
ფორუმელი boke.ge-დან - 30 ლარი
წინა აქციიდან დარჩემილია - 36 ლარი
This post has been edited by BigGoga on 19 Jan 2006, 00:04