რაც ჩემმა IP ადრესმა ამ ფორუმის დომენი იხილა, ბევრჯერ დამიწყევლია ის დღე, რეგისტრაცია რომ გავიარე და აქ ფეხი შემოვდგი, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რა მომიტანა ფორუმმა კარგი..
ერთი ის ვიცი, რომ forum.ge რომ არა, ორ ძალიან კარგ ადამიანს ვერ გავიცნობდი:
ერთი ჩვენი ფლეიმის მოდერატორია და ჩემთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი...
მეორეს დღეს დაბადების დღე აქვს და საქართველოდან ძალიან შორს არის

არ ვიცი, რამდენი კაცი იცნობს ამ ადამიანს ფორუმზე.
მე ვიცნობ...
"ლეგენდები ამბობენ, რომ სადღაც ღვინის უკიდეგანო ფერდობებზე დავიწყე მე არსებობაო..."- ასე მითხრა ერთხელ. ძალიან მომეწონა ეს ფრაზა და იმედია არ ეწყინება აქ რომ ვწერ (თუ წაიკითხავს ამას საერთოდ...)

ჰოდა, დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე დაიწყებდა არსებობას... ამ გაქანებით, ამ შთაგონებით და ამ ენერგიით...
ბუბლ,
გილოცავ დაბადების დღეს,
ნათელი გზა გქონოდეს,
ყველა მიზნისთვის მიგეღწიოს და
შენი ბუდე გეპოვნოს მზის ქვეშ... და სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, მთავარია აქ დაბრუნების არ შეგეშინდეს...
ჩემთვის ძვირფასი ხარ...