დიდი თხოვნაა - თემა არ გააჯაზოთ!
როგორც ცნობილია, ფოლკლორი ხალხური ცნობიერების მეტყველების ერთ ერთი ფორმაა, რომელიც ბევრი რამით მიგვანიშნებს ამა თუ იმ ერის ან მისი რომელიმე კუთხის ხალხის ცხოვრების დსიქოლოგიურ თავისებურებებზე...მეტიც, ზოგი სიმღერა პირდაპირი დანიშნულებით ადამიანის ფსიქოლოგიურ თერაპიას ემსახურება.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ჯობს პირდაპირ მაგალითებზე გადავიდეთ:
1) "თაო ჩემო ბედი არ გიწერია"....პესიმიზმი, დეპრესია
2)"ლამაზი ქალი, სანდო არ არის..."...არასეულფასოვნების კომპლ.
3) "საყვარლის საფლავს ვეძებდი."...ნეკროფილია
4) "ტყე შეუნახე შვილებსა"...პრიმატული ნოსტალგია
5) ჯანსულო ,,,ქუდია თუ ბოხოხია..."პიროვნების გაორება"
6)თოოვს,ო რა ლამაზად თოოვს...შეურაცჰყოფილი
თოვლი...კასტრაციის სინდრომი!
7)გახსოვს გიკრეფდი იებს...გამქრალი სკნუტუს ნოსტალგია.
(ბოდიშს ვიხდი უწმაწურობისთვის)
და ასე შემდეგ, გააგრძელეთ, მოაყარეთ ასოციაციები, სერიოზული, არასერიოზული...ოღონდ, ჰიგიენურობა დაიცავით!
აბა თქვენ იცით...გაიხსენეთ სიმღერები და მიეცით მათ სავარაუდო ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია, საინტერესოა რა გამოვა..