Dato0011
კითხვა ძალიან ზოგადია იმისათვის რომ კონკრეტული რჩევა მიიღო ან უფრო ზუსტად დილეტანტური (უკაცრავად). მივყვეთ თანმიმდევრობით:
1) რომელი კომპანიები მუშაობენ ამ საკითხზე. ანუ მე რომ მათ ჩემი ფული მივანდო და მათ მოგების გარკვეული პროცენტი დაიტოვონ. რომელია ყველაზე ავტორიტატული და უსაფრთხო მათ შორის. (სასურველია უცხოური ფირმები).
მსოფლიოში არსებობს უამრავი კომპანია, რომელიც ეწევა კერძო კაპიტალის მართვას. რას ნიშნავს ყველაზე ავტორიტეტული? პირველი რაც მნიშვნელოვანია იცოდე, როგორც ინვესტორმა (შესაბამისად გააგებინო ამის შესახებ იმ კომპანიას რომელსაც შენს დანაზოგს ანდობ სამართავად) არის შენი როგორც ინვესტორის პროფაილი: ხარ რისკის მოყვარული ინვესტორი თუ პირიქით რისკის მოშიში (ინგლისურად Risk Averse & Risk Tolerance). თუ შენ, როგორც ინვესტორი, არ ხარ საკმარისად სოფისტიცირებული შენი პროფაილის განსაზღვრისას, კომპანიამ ეს შეიძლება დაადგინოს სპეციალური კითხვარის მეშვეობით. ეს კითხვარი მოიცავს: ასაკს, სოციალურ მდგომარეობას, ოჯახურ მდგომარეობას და ა.შ. სხვა უამრავ ფაქტორს.
თუ შენ, როგორც ინვესტორს, განსაზღვრული გაქვს შენი პროფაილი, მაშინ "ყველაზე ავტორიტეტული" უნდა ეძებო იმ კომპანიების ჯგუფში რომელიც შენს პროფაილის შეესაბამება. მაგალითად, თუ შენ რისკის მოყვარული ხარ და ამასთან გაინტერესებს გრძელვადიანი ინვესტიცია, შეიძლება განიხილო ე.წ. კერძო ექვითი ფონდები (ამ შემთხვევაში თავი დავანებოთ ინვესტიციის მოცულობას), თუ შედარებით მოკლევადიანი და ლიკვიდური ინვესტიცია გაინეტერესებს მაშინ სპეციალიზებული მუჩუალ ფონდები, რომლებიც არსებითად განვითარებად ბაზრებზე სპეციალიზდებიან (დიდი მოგების მიღების შესაძლებლობა, დიდი რისკის საფასურად, ამასთან ლიკვიდურობა გარანტირებულია) და ა.შ. მოკლედ ამაზე შეიძლება ბევრი დაიწეროს, უბრალოდ მინდა გითხრა რომ უნივერსალური ჩემპიონი აქტივების მმართველი კომპანია არ არსებობს, თუ ვინმე გიმტკიცებს რომ რომელიმე კონკრეტული კომპანიაა ასეთი , ჩათვალე რომ ეს ტიპი ან უცოდინარია ან იმ კომპანიის სეილს აგენტი, რომელსაც შენი კომპანიაში მიყვანით საკომისიო ერგება

2) რომელ ბირჟას აქვს რისკის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი. საფონდო, სავალუტო და ა.შ.
საზოგადოდ ინვესტიციებში რისკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კატეგორია არის ვოლატილობა ანუ ამა თუ იმ აქტივის ფასის ცვალებადობა. რაც უფრო მეტია ვოლატილობა, მით მეტია რისკი (ფასის შემცირებია და ზარალის ალბათობა, თუ შენი პოზიცია არის გრძელი ანუ ნაყიდი გაქვს ეს აქტივი), თუმცა მით მეტია შესაძლო დიდი მოგების მიღების ალბათობა.
სავალუტო ბაზარი მაღალი ვოლატილობით ხასიათდება, ისევე როგორც აქციების ბაზარი, ობლიგაციების ბაზარი შედარებით ნაკლებად ვოლატილურია, თუმცა იმისითავის რომ ამ კითხვას სრულფასოვნად უპასუხო მნიშვნელოვანია იცოდე საინვესტიციო ჰორიზონტი.
პ.ს. "რომელ ბირჟას აქვს რისკის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი" ასეთნაირად კითხვის დასმა ასევე არასწორია, ვინაიდან ბევრ საფონდო ბირჯაზე არა მხოლოდ აქციები ივაჭრება არამედ ობლიგაციებიც და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, წარმოებული ინსტრუმენტების ჩათვლით.
3) რომელი ბირჟა ტოვებს წლიურად ყველაზე მეტ მოგებას სტატისტიკურად.
იხ პასუხი ზემოთ.
4) იმ შემთხვევაში თუ ფულს დავაბანდებ ამ სფეროში, რამდენ პროცენტიან ზრდას უნდა ველოდო წლიურად.
დამოკიდებულია სად აბანდებ და რა ვადით...
5) ექნება თუ არა ზემოთ ხსენებულ კომპანიას ვებ საიტი საიდანაც ვნახავ ჩემს მოგება/წაგებას.
ყველა სერიოზულ კომპანიას აქვს ვებ საიტი. შენი პოზიციის შესახებ ინფორმაციას მიიღებ კომპანიისგან სპეციალური რეპორტის საშუალებით და არას ვებ საიტიდან (იმ შემთხვევაში ტუ შენ თვითო მართავ პოზიციას, მაგალითად ვაჭრობ ფორექსზე სპეციალიზირებული ინტერნეტ ინტერფეისით, მაშინ შენი პოზიციის შესახებ წებიდან შეგიძლია ონლაინ რეჟიმში შეიტყო)
6) ვიცი რომ ბანკზე მეტ მოგებას იძლევა ეს მეთოდი, მაგრამ შედარებით სარისკოა, როგორ ფიქრობთ მიზანი ამართლებს საშუალებას?
Not sure. რომელ ბანკზე? ქართულ ბანკებზე მეტი მოგება შეიძლება ვერც ნახო

მაგალითად წლიური 15% სოსიეტე გენერალესგან საკმაოდ მიმზიდველი რპოცენტია, ასე არაა? (სხვა თემაა ლარის ინფლაცია)
7) შესაძლებელი იქნება თუ არა როცა მომინდება მაშინ მივიღო მე ჩემზე დარიცხული მოგება?
ანუ გაინტერესებს რამდენად ლიკვიდური არის შენი ინვესტიცია. გააჩნია კომპანიის ტიპს, მუჩუალ ფონდების შემთხვევაში როგორც წესი შესაძლებელია "მაშინ მივიღო მე ჩემზე დარიცხული მოგება" როცე მომინდება
"ხო მართლა, თანხა შეადგენს სადღაც 20000$-60000$-ს ან შეიძლება მეტსაც. ჯერ არ მაქ გადაწყვეტილი."-ამ ტანხით ალბათ მხოლოდ მუჩუალ ფონდების ყიდვა შეგიძლია, თუმცა მე არ ვიცი მუჩუალ ფონდი რომელსაც საქართველოშსი ყიდდნენ, შეიძლება არსებობს ესეთი...საქმე იმაშია რომ ეს ინდუსტრია საკმაოდ მძიმედ რეგულირებადია და ფონდის აქციის გაყიდვა სადაც ფონდის მენეჯერეს უნდა არ მოსულა, უნდა დარეგისტრირდეს იქ გასაყიდად და ა.შ. თუ მცა შეიძლება არსებობდეს რაღაც მუჩუალ ფონდები აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის ყიდვასაც შეძლებ, რუსული პიფ-ების ჩათვლით.
In the long run, we're all dead.