......................................................
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ............................................
(ს/ს "რუსთავცემენტი"-ს აქციათა გამოსყიდვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ)ს/ს "რუსთავცემენტი"-ს აქციათა გამოსყიდვის მიზნით,
"გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად" დადგენილია
2006 წლის 4 მაისი, რომლის მდგომარეობითაც არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან მოხდება მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:1) ს/ს "რუსთავცემენტი"-ს აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულია აქციების გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა (ერთი აქცია - 71 თეთრი), რომლის მიღებაც, გამოსყიდვის რეესტრში ხელის მოწერის შემდგომ, აქციონერებს შეუძლიათ საბროკერო კომპანია
"საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში", შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. #24.
2) გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხდება დარჩენილი გამოსასყიდი თანხის დეპონირება და აქციები გადავა მყიდველის საკუთრებაში.
აქციონერებს საბროკერო კომპანია "საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი"-ს გამოსყიდვის ანგარიშის გაცნობა (რომელშიც მითითებულია გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, გამოსასყიდ აქციათა სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი), შეუძლიათ საბროკერო კომპანია "საქართველოს საინვესტიციო ჯგუფთან", შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. #24.
აქციონერებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ს/ს "რუსთავცემენტი"-ს რეგისტრატორს, შ.პ.ს. "კომპანია-ცენტრს", შემდეგ მისამართზე: ი. მოსაშვილის ქ. #24.
პატივისცემით,
რობერტ ბეჟუაშვილი,
შ.პ.ს. "ჩემექსიმ ინტერნეშნელ"-ის სახელით.....................................................................................................................................
თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ამ ერთი უბრალო განცხადების ზოგიერთი დეტალების ვერ გაგების გამო.
მე, როგორც ზემოთ აღნიშნული საწარმოს მცირე აქციონერი, მომივიდა ზემოთ განთავსებული განცხადება.
ჩემთვის გაუგებარია და თუ ვინმეს შეგიძლიათ მოკლედ ამიხსნათ - 1. რას ნიშნავს ხაზგასმული წინადადება -
"გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად".
2. აქციის ფასი. (1996 წლის აუქციონზე 1 აქციის ფასი განისაზღვრა 1 აშშ დოლარით. ე.ი. 10 წლის მუშაობის შემდეგ ქარხანა 3-ჯერ გაიაფდა?).
3. რას ნიშნავს გამოსყიდვის პირობების მეორე პუნქტი? (თუ, მოცემულ მომენტში აქციონერი ავადაა, არ იმყოფება ქვეყანაში ან წერილი დაგვიანებით მიუვიდა, თავის საკუთრებას ავტომატურად კარგავს?)
4. ეს წერილი ხომ არ ნიშნავს ყველა ვარიანტში აქციების მიყიდვას? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
პ.ს. საცხა კუნძულებზე დარეგისტრირებული ფირმის სახელით მომწერი ბ-ნ რობერტი ვინაა, ხომ არ იცით?
ეს ისე, ინტერესისთვის.
შენიშვნა: განცხადება დაკოპირებულია სიტყვა-სიტყვით თავისი ბოლდ-იტალიკებიანად.
წინასწარ გმადლობთ კომპეტენტური აზრის მოწოდებისთვის.
* * *
ასეთ სიტუაციაში თუ არ აღმოჩენილხართ, ნასტავლიც არ გაქვთ რა და როგორ ხდება?