#3007978 · 2 May 2006, 14:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უცნობ რადიოში.
ამ ქალმა რაც იბაზრა, ყველა სიტყვა ოქროს წონა იყო. ეგეთი საღი და მართალი შეფასება სიტუაციის, ჯერ არ გამიგია აქ ჩვენი ვაი პოლიტოლოგებისაგან.
ეს კაშია რომ არ ჰყამდეს ახლოს, მაგ ქალის ფანი ვიქნებოდი... ალბათ ხვალინდელ 24 საათში იქნება ამ დიალოგის ჩანაწერი... * * * ჰმ, ჩემს მეტი არავის გისმენიათ? მოკლედ, ეს ხელისუფლება დაჰყო 2 ნაწილად, სააკაშვილი და მისი ახალგაზრდა გუნდი ავტორიტარებად (ხალხთან კონტაქტი აქვთ დაკარგულიო, საზოგადოებრივი ერთსულოვნება გახეთქესო, მერაბიშვილს თჲ არ გაუყენებენ გზას, მთელ მთავრობას მუწევსო, მთავარია რეფორმები არ შეაძულონ ხალხსო), ბურჯანაძე და კომპანია - ნეობოლშევიკებად (ბურჯანაძე, პატარკაციშვილი, რუსეთში ინტერესები აქვთ და უფრო პრორუსული ძალააო, ძველი კომუნისტური სკოლა, რომელსაც ქვეყნის ისევ ძველ ყაიდაზე უნდა დაბრუნებაო. მიმავალი ძალაა, შეიძლება ოპოზიციად მოგვევლინოსო, რათა თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივონო). საერთო ჯამში ხელისუფლება ისევ შევარდნაძისდროინდელ ”გაწონასწორებულ” პოლიტიკას უბრუნდება, რუსეთსა და ამერიკას შორის ბალანსირებასო. საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოსო. ჯარების გაყვანის ახალი დადგენილებიდან გუდაუთის ბაზა ამოღებულიაო, რაც ნიშნავს: 1. გუდაუთაშჳ რუსებს ბაზა არ აქვთ, 2. გუდაუთის ბაზა რუსული არაა, 3. გუდაუთა საქართველოს ტერიტორია არაა. სამხრეთ ოსეთზე პარლამენტის დადგენილება კონტრაპროდუქტიული იყოო და სიხტუაციის მხოლოდ გამწვავება გამოიწვიაო. უკეთეს შემთხვევაში 7-8 თვით დაგვწია უკანო.
--------------------
და-ი-სა-ჯონ კა-ნონ-დამრღ-ვე-ვები
არ შეიძლება კაცი ჰკლა და იძახდე, სამართლებრივ, ჰუმანურ სახელმწიფოს ვაშენებო!! თავს იტყუებ, კაცო-ადამიანო!!
|