რას ფიქრობთ ფორუმის გაზეთის შექმნის თაობაზე? ლაპარაკია უფასო "ონლაინ" ვერსიაზე სადაც გამოქვეყნებული იქნება ფორუმელების სტატიები სხვადასხვა თემებზე, დაწყბული პოლიტიკიდან დამთავრებული ხელოვნებით.
გაზეთს ეყოლება ფორუმელი რედაქტორი, რომელიც მოახდენს მისთვის წარდგენილი სტატიების შერჩევას, რედაქტირებას და გამოქვეყნებას. ასევე შესაძლებელია გამოქვეყნდეს ინტერვიუები ფორუმელებთან ნებისმიერ თემაზე

ხოლო სამომავლო პერსპექტივები ითვალისწინებს ინტერვიუებს საზოგადო მოღვაწეებთან და ა.შ.
გაზეთი იქნება ფორუმისთვის დამახასიათებელი აზრთა სვხადასხვაობის ამსახველი და შეეხება ყველა იმ სფეროს რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.
დომეინის აღება არ უნდა იყოს პრობლემა მაგრამ, ვებ გვერდის გამართვას სჭირდება სათანადო სპეციალისტი. არის აქ ვინმე ვინც ამ საქმით დაინტერესდება და მონაწილეობას მიიღებს?
ასევე მაინტერესებს თქვნი აზრი ტექნიკუ დეტალებზე. რა ჯდება წლიურად დომეინი, რომელი ჯობია .com .net. .org ?
მე მგონი იურიდიული ასპექტები, როგორიცაა გაზეთის რეგისტრაცია ა.შ არ შეგვეხება, იმდენად რამდენადაც ეს გაზეთი არაფორმალურია.
ვიცი რომ სტატიების ხარისხიანობის თვალსაზრისით ეს გაზეთი არ ჩამუვარდება არცერთ არსებულ გაზეთს და დიდი იმიედი მაქვს პოპულარობასაც მოიპოვებს.