მე პატარა და გამოუცდელი ვიყავი როცა წავედი პირველდ აშშ ი ახლობლთან რომელიც ამერიკელ ოჯახს ყავდა ნაშვილები, მაშინ შევარდნაძის დრო იყო და ვიზებს უპრობლემოდ იძლეოდნენ
მე პრობლემა არ მქონია , ჩემი მიზანი დარჩენა არ ყოფილა, პირიქით მინდოდა რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მენახა , და მერე მეპოვნა ჩემი ადგილი , ფულის შოვნა არ იყო ჩემი მიზანი, არ მაწუხებდა მატერიალისტური ფიქრები, ჩემი წასვლა მწვავე ეგზისტენციალურმა კრიზისმა გამოიწვია და აქ თავისუფლების არ ქონამ და აქაურმა წნეხმა , ვგრძნობდი რომ აქაურობას არ ვეკუთვნოდი , რაც მაშინ იმდენად არ მესმოდა რამდენად გაბედული ნაბიჯი იყო ახალ გზების გაკვლევა.
არ გამეგებოდა პოლიტიკის ინჩ ბინჩი , ვარდისფერად და სამართლიანად მეჩვენებოდა სამყარო და დარწმუნებული ვიყავი რომ ადამიანი თავისუფალია და სადაც უნდა როცა უნდა წავა და წამოვა თუ მოინდომებს .
პირველად მოვხვდი ამერიკის ერთერთ მიყრუებულ სოფელში , ფილადელფიის რაიონში, პირველი დადებითი შეგრძნება რაც მახსოვს იყო განსკუთრებული სიმშვიდის გრძნობა რაც მოიდოდა გარშემო ატმოსფეროდან და ლამაზი ბუნება,, ხოლო უარყოფითი გრძნობა იყო გრძნობა თითქოს სამყაროს მოწყვეტილი ხარ უთავბოლო ტრასები ჰაივეი გზები გზები გზები ტყეები და ალაგ ალაგ თითო ოროლა სახლი, რაც ძალიან არ მომეწონა, საათობით მგზავრობა რომ გვიწევდა.
იმ სოფელში დიდხანს ვერ გავძელი და წამოვედი ბრუკლინში .... იგივე ოდესაში მოვხვდი
ძალიან ცუდი ამინდი იყო წვიმდა და უცებ მჭირდებოდა ბინა
დამირეკეს და მითხრეს აქ მიდიო
მოვხვდი ქართველი ემიგრანტების სახლში
ოთახი მომაქირავეს 1 თვით
თვითონ სახლში არ იყვნენ თვეში ორჯერ მოდიოდნენ იქ დასასვენებლად სამსახურიდან
....
1 თვის შემდეგ კი მითხრეს დაგიმთავრდა დრო
და აიბარგეო
1 დღეც არ მაცადეს რომ სხვა ადგილი მეპოვნა მაშინვე მიშვენდნენ რაც არ მომეწონა მათი მხრიდან
( ნუ მერე გავიდა დრომ ამ ხალხთან დავმეგრობდით მაგრამ სანამ დავმეგობრდებოდით მანამდე ახალი ჩამოსულს რომ დიდად რამით დახმარებოდნენ არ ყოფილა და ყველა ცდილობდა გამოუცდელისთვის რაც შეიძლება მეტი დაეტყუებინათ)
იმ დღეს კი წამოვედი მათგან და მანჰეტენის ვაგზალზე გავათენე ღამე ჩემოდანზე ზარის მოლოდინში თუ სად მომიწვევდნენ

მერე მოვხვდი სხვა შტატში მილიონერი ამერიკელის ოჯახში 1 კვირით ვიყავი დაპატიჟებული ,იქაც სხვა ახლობლის სანახავად
ერთ დღეს ჩემ მეგობარ ქალს მოუნდა ჩემი ნახვა და შესახვედრი ადგილი არ გვქონა არსად და დროში შეზღუდულები ვიყავით-- მერე სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო..
არავინ არ მოისურვა ჩვენი ერთად მიპატიჟება, შენ მოდიო მეგობრის გარეშე! ესეც უცნაურად მომეჩვენა
ის მეგობარი მაინც მოვიდა ჩემთან სადაც ვიყავი იქ , რის გამოც საყვედური მივიღე სახლის პატრონისგან ))
მანჰეტენზე და ბრუკლინში როცა მოგზაურობისგან და ქუჩაში ხეტიალიგსან ვიღლებოდი შევდიოდი დანქინ დონატში ან რამე კაფეში ან ბიბლიოთეკებში და იქ ვისვენებდი, რაც არ მომეწონა იყო ის რომ დიდხანს იქ არ გაჩერედბნენ.. რომ დაამთავრებდი ჭამას უნდა წამოსულიყავი )))
მიუხედავად ყველა სიძნელეებისა ბევრი პრობლემის - ადვილად შემოვიდა ჩემში ეს ქვეყანა თითქოს იქ დავიბადეო მალე ასეთი შეგრძნებაც იყო,
( ჩემი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მძაფრი სურვილი ...,საქართველოში ადამიანად თავს არ ვგრძნობდი სანამ არ წავედი აქედან , , აქ ვერსად გაინძრეოდი, ვერ განვითარდებოდი . სულ შიშში უნდა ყოფილიყავი, მით უმეტეს გოგო, არანაირი პატივისცემა ინდივიდუალობის, პირადი ცხოვრების კულტურა და ფამილარული ერთფეროვანება ჩაკეტილობა, თვითრეალიზაციაზე ხომ საუბარი ზედმეტია ასეთ მენტალურ ყალბ გარემო საზოგადეობაში, ჩემნაირი ადამიანისთვის მით უმეტეს, რომელიც არანაირ ხელფასზე არ დავთანხმდებოდი მაშინ თუ პიროვნულ თავისუფლებას მიზღუდავენ, და მონოტონურ საქმეს ვერ გავაკეთებ)
მაგრამ ეს ჩემი პირადული თვისებების და განწყობის გამო იყო ასე და იმ ადამიანების დამსახურება იყო რომლებიც შემხვდნენ ..
ასაკოვანისთვის უფრო ძნელია
გაგრძელება მერე...
This post has been edited by Sappho on 23 Apr 2013, 19:46