მგონი ურიგო არ იქნება ცალკე თემა რომ იყოს ჩემნაირებზე
გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, მეთოდები...
მე ვაპირებ ჩემით გავიუმჯობესო ინგლისური ენის ცოდნა, ტოეფელის გამოცდაზე მინდა გასვლა, მაგრამ მივხვდი რომ ჯერ აჯობებს ზოგადი ინგლისური ამოვქაჩო და მერე ჩავუჯდე ტოეფელის ტესტებს.
სიმართლე გითხრათ ჯერ მთლად ვერ ჩამოვყალიბდი, წიგნიც არ მაქვს არჩეული, რომელსაც მივყვები. ზოგადი პუნქტები როგორც ვაპირებ სწავლას აი ესაა:
1. პატარა ტექსტები. ყოველ დღე 10 უცხო სიტყვა. მაქსიმუმ 15 სიტყვა. ანუ ტექსტს ვწყვიტავ იქ სადამდეც ავა უცხო სიტყვების რაოდენობა (არ ვიცი ეს რამდენად კარგია...).
2. უკვე ნასწავლი სიტყვების ყოველდღიური გადამეორება.
3. რაიმე ფილმის ან სერიალის ყურება ინგლისური ტიტრებით. დღეში 1 ალბათ საკმარისი იქნება.
4. მმმმ.... ჯერ-ჯერობით ესაა.
წიგნის არჩევის პრობლემაა. რომელი წიგნით აჯობებს რომ ვიხელმძღვანელო?
გრამატიკისთვის მერფის წიგნი მაქვს, ადრე მანდედან ვსწავლობდი და მომწონდა, თუკი რამე უკეთესია იქნებ დაწეროთ ესეც.
თუ ახლა სწავლობთ დაწერეთ რა სისტემით ცდილობთ შეისწავლოთ უცხო ენა. თუკი უკვე ისწავლეთ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.