ოღონდ არ დამცინოთ რა, თუ რამე ისე ვერ ვთქვი, სტომატოლოგიურ ენას რომ შეეფერება...
მოკლედ 8-9 წლის წინ ზედა ყბაზე გავიკეთე მეტალოკერამიკა, 3-4-5-6 კბილები ორივე მხარეს, მე-7 კბილი "რადნოი"

მაქვს ასევე ორივე მხარეს, ფესვები ნამკურნალები...
პრობლემები:
ზედა ყბა:
1) პროტეზებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება, თუმცა გარეგნულად არა უშავს

და დღემდე თხილსაც ვტეხავ...
2) 4-5 კბილების არარსებობის გამო დროთა განმავლობაში მარჯვენა მხარეს ღრძილი შეიწია და გაჩნდა ღრეჩო პროტეზსა და ღრძილს შორის, შედეგად საჭმელი გროვდება, ისეთი არაფერი მარა მაინც
3) მთავარი პრობლემა: 6-ს და მე-7 შორის ღრეჩომ შემიკლა, საჭმელი გროვდება, ღრძილს მტკენს და აფუჭებს როგორც 6-ს ასევე მე-7 კბილს
ქვედა ყბა:
1) ბოლო ორი კბილი ორივე მხარეს (ფესვები ნამკურანლები და დაპლომბილ-გადაპლომბილი მრავალჯერ, ოთხივე)
2) იგივე პრობლემა, ბოლო ორ კბილებს შორის ღრეჩოში საჭმელი გროვდება და ღრძილებს მტკენს + ორივე კბილს აფუჭებს
მოკლედ გადავწყვიტე ზევით "გადაბმული" მეტალოკერამიკა 5+5=10 და თუ ქვედებს არაფერი ეშველა 2+2=4, ანუ სულ 14 ცალი გავიკეთო
დილემა:
1) სად ჯობია გავიკეთო? ანუ რომელ სტომატოლოგიურ შენობას მივადგე ხვალ, ყველაზე კარგად რომ არის გარემონტებული ხო?
2) რა დამიჯდება? min-max
3) დისქაუნთი არ მეკუთვნის? 14 კბილია ბოლო ბოლო...

ნაღდ ფულს ვიხდი ყოველგავრი დაზღვევების გარეშე
4) თავი ხომ არ ჩამომივარდება ძირს ამდენ რკინებს რომ ჩავიდგამ?
5) ძველ პროტეზებს ჯართში არ იბარებენ სადმე

?
6) გაითვალისწინეთ მსოფლიოში ეკონომიური კრიზისი მძვინვარებს და მე კიდე კბილები მაწუხებს
P.S.
მოდერატორს ბოდიში თუ თემა წესების დარღვევით გავხსენი...
P.S. #2
სად დაიკარგა ეს სტომატოლოგიური საზოგადოება? ეტყობა პოლიტიკის განყოფილებაში არიან, წავედი გამოვყარო იქიდან
This post has been edited by ccmm on 8 May 2009, 23:54