გამარჯობათ
ერთი სიტყვით,
რამდენიმე თვეში ჩემი გოგოს ქორწილია ამსტერდამში.
გარემოთი და ხასიათის, ასე ვთქვათ, ტრადიციული ქორწილითან ნაკლები შეხება ექნება.
(მე არც ვერევი ამ საქმეში და არც არავინ მეკითხება

)
პუბლიკა: ძირითადად ჰოლანდიელები;
ინგლისელები (სადაც სწავლობდნენ მეფე/პატარძალი);
პატარა ჯგუფი ჩინელები (ორი წელი მუშაობდნენ შანხაიში);
და ჩემი მხრიდან საქართველოდან ჩამოყვანილი ნათესავთა მცირე ჯგუფი.
როგორც მივხვდი,
ქორწილის მეორე ნაწილს სუფრისაგან შორს, საცეკვაო პოდიუმზე DJ წაიყვანს,
ხოლო პირველი ნაწილის [სუფრასთან] განუწყვეტელი შემადგენელი იქნება,
DJ-ის მიერ დაბალ ხმაზე დაკრული ელექტრონული მელოდიური კომპოზიციების ფონი.
შვილმა მთხოვა, რომ მივაწოდო ქართული საესტრადო ან საცეკვაო მუსიკის ელექტრონული რემიქსები,
რომ DJ-იმ დაუკრას და ქართული ელფერი შესძინოს დღესასწაულს.
როგორც მივხვდი დაახლოებით ამ სახის
https://www.youtube.com/watch?v=T3b8qbHpyrY...Y&start_radio=1მე ესეც მომწონს
https://www.youtube.com/watch?v=tyJ46fRV6o4...4&start_radio=1მემგონი მიხვდით რის ძიებაში ვარ,
იქნებ დამეხმაროთ და დიდი მადლობელი ვიქნები
p.s. კომპოზიციები Spotify-ში უნდა იძებნებოდეს