მეგობრებო, გთხოვთ ყურადღების წაიკითხოთ
ფორუმზე დიდი დაინტერესებაა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ხან სკოლებშია საბჭოების არჩევნები, ხან უნივერიტეტში მწავდება სიტუაცია, მეცნიერებათა აკადემიაში გაურკვევლობაა, კოლეჯის სტუდენტების ამბავიც კარგად გემახსოვრებათ. ყოველწლიუარად მზარდი და მზარდი გარანტირებული ინტერესია საერთო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
არის უამრავი საკითხი და უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა.
ჩემი აზრით, ნამდვილად უპრიანი იქნებოდა განყოფილება "მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება და განათლებიდან" თუნდაც "მეცნიერებისა და განათლების", ან იდეალურ ვარიანტში ”განათლების” განყოფილების გამოყოფა, სადაც მაგ. იქნებოდა ქვეგანყოფილება მიმდინარე რეფორმები, უნივერისტეტს საკუთარი ადგილი ექნებოდა, მეცნიერებათა აკადემიას - თავისი ნორმალური ტოპიკი და სკოლებს და ეროვნულ გამოცდებს - თავისი. დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტროდანაც უფრო სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს ინტერესს თუ შენიშვნებს, ეს ორგანიზებული სახით თუ იქნება და იქაური საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (თუ რაც აქვთ) არ მიგვატოვებს უყურადღებოდ. მით უმეტეს, ეს ისეთი ფორუმია, რომელსაც სხვა (თუნდაც ჯერ არ დაბადებული
http://wwwadmin.tsu.ge/forum/) ვერასოდეს ვერ შეცვლის. საინტერესო თანამშრომლობა შეიძლება. თუნდაც გრანტებზე და სტიპენდიებზე იქნება მუდმივი ინფო!!
მაშ ასე:
ფორუმის ახალგაზრდა თაობისთვის: სკოლები და ზოგადი განათლების რეფორმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები
უმაღლესი განათლება, უნივერსიტეტები და ინსტიტუტები
სტუდენტური თვითმმართველობები
მიმდინარე რეფორმები
მეცნიერებათა აკადემია
სილაბუსები
თემების წერა
სწავლების მეთოდიკა, პედაგოგიკის პრობლემებიდა სხვა მრავალი.
ნუ იქნება ეს ყველაფერი ლეონარდო და ვინჩის თემის გვერდით
ეს ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, მესმის, რომ ფორუმში უკვე ძალიან ბევრი განყოფილება გაიხსნა და ბევრი თხოვნა დაკმაყოფილა, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმთავრესია!
თანაც აშკარაა, რომ აქ პატარა დისკომფორტია, თემატურად ძაალიან ვრცელი განყოფილება გაქვთ.
დამიჭირეთ მხარი!
იყოს ეს თემები ცალკე!
კავკასიის სამართლის სკოლასკოლის ატესტატის ნიშნების ფურცლები”კომაროვის” სკოლასკოლები თბილისშისკოლებირატომ აჭიანურებენ დირექტორების არჩევნებს სკოლებში?რომელი ბაღი ან სკოლაა უკეთესი თბილისში და რატომ? (ეს საერთოდ თბილისის განყოფილებაშია)
კერძო სკოლებისასკოლო სახელმძღვანელოებიხვალინდელი აქცია უნივერსიტეტის ბაღშირა ხდება უნივერსიტეტში?თეატრისა და კინოს უნივერსიტეტითბილისის უნივერსიტეტების და სასწავლო დაწესებულებების სიაევროპის დიდი უნივერსიტეტებიფარსი უნივერსიტეტშიდა ა.შ.......
დავხურავ და დანარჩენი აქეთ:
http://forum.ge/?showtopic=33655780&view=getnewpost This post has been edited by ისტერიკა on 7 Jun 2006, 22:25