https://ict.gov.ge/სასწავლო კურსები ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) საქართველოს მოქალაქეებისთვის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიზანია კომპანიების და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ამაღლება და ციფრული ეკონომიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა.პროგრამა დაიწყება საპილოტე ფაზით, რომლის ფარგლებშიც 500 IT სპეციალისტი გადამზადდება, შემდგომ კი მას მოჰყვება უფრო მასშტაბური ეტაპი და 2023 წლის მარტისთვის, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ფარგლებში, ჯამში 3,000 IT სპეციალისტი დატრენინგდება.
სასწავლო კურსების ხელშეწყობისა და ჩატარების მიზნით, საქართველოს 500 მოქალაქისთვის, რომლებიც კურსის ბოლოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატებს მიიღებენ, GITA-მ მოიწვია მსოფლიოში აღიარებული IT სასწავლო ცენტრი – New Horizons.
ჩვენი ტრენინგების საშუალებით თქვენ შეიძენთ საჭირო ტექნიკურ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით იმუშაოთ ტექნოლოგიურ პოზიციაზე სხვადასხვა სფეროში.
პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რაც ნიშნავს, რომ შერჩეული მონაწილეებისთვის, ტრენინგი და საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა იქნება სრულიად უფასო.
This post has been edited by ultrapercenthood on 15 Nov 2020, 15:01
stop-russian-desinformation.near.page - საჯარო ddos შეტევისთვის შექმნილი ონლაინ ხელსაწყო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (უბრალოდ გახსენით და დატოვეთ გვერდი გახსნილი)