#31028713 · 5 May 2012, 20:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი რა ხდება : 2007 წელს ვიყიდე ავტომანქანა ბმვ. მანქანა უკვე ბანბაჟებული იყო და აქაური ნომრებიც ჰქონდა. ყიდვისას არანაირი პრობლემა და შეფერხება არ შემქმნია. გადის 5 წელი და გადავწყვიტე მანქანის გაყიდვა. ვიპოვე კლიენტი და წავედით რუსთავში გადასაფორმებლად. სტანდარტული პროცედურის- ვინ-კოდის შემოწმებისას შემექმნა პრობლემა. ტიპი მეუბნება (ვინც შეამოწმა) შენი მანქანა ძებნაშიაო და ეხლავე გამომძიებელი გაგარკვევს საქმის ვითარებაშიო. წამიყვანეს პოლიციაში, იქ ამიხსნეს რო თურმე არსებობს ეჭვი , რომ ჩემი მანქანა 2001 წლიდან იძებნება ბულგარეთის ინტერპოლის მიერ.თუ რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, ვერაფერი ვერ მითხრეს. მანქანა აქტის საფუძველზე ჩამომარვეს ექსპერტიზის ჩასატარებლად და გადაიყვანეს ფასიან გასაჩერებელ ადგილას, სადაც დღე-ღამე ღირს 5 ლარი. ჩაუტარეს ქიმიური ექსპერტიზა ჩამორთმევიდან 4-5 დღეში, რომელმაც დაადგინა, რომ მანქანა სხვა ფრად გადაღებული არ ყოფილა. ამის შემდეგ გაიგზავნა მოთხოვნა(თუ ინფორმაცია) ბულგარეთის ინტერპოლში ჩემი მანქანის თაობაზე. ჯერ-ერთი, ნამდვილად გაიგზავნა თუ არა ეგ არ ვიცი, მეორესერთიც თუ გაიგზავნა, როდის- არც ეგ ვიცი. ხოდა დგას ეხლა ჩემი მანქანა “სტაიანკაზე” და 26 მარტის შემდეგ დღეში რამდენი 5 ლარი დამერიცხა და კიდე რამდენი დამერიცხება ხზ. 1) რატო უნდა ვიზარალო მე, სახელმწიფოს შეცდომის გამო? 2) რა ჩემი პრობლემაა თუ 2007-ში ამათ ინტერპოლის სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ? 3) რატომ უნდა გადავიხადო მე – კანონმორჩილმა მოქალაქემ “სტაიანკის” ფული? 4) რამე მექანიზმი თუ არსებობს გამოძიებაში ჩახედვის და ნახვის, თუ რა მდგომარეობაა და როგორ მიმდინარეობს?
წინასწარ მადლობა.
--------------------
Free your mind!
|