ოკ თუ ასეთ კეთილ საქმეს შედგომიხარ, მაშინ იქნებ გადაავლო თვალი ამ ფორუმს, ბევრი თემა იყო გახსნილი კოდირებებთან დაკავშირებით.
ასევე საინტერესოა BPG Info-Tech სახელოსნო რას ამბობს კოდირებებზე:
http://www.geocities.com/bpgfonts/index_1.htmასევე, BPG-ს უკვე გაკეთებული აქვს ვორდის კონვერტორი:
http://www.geocities.com/bpgfonts/word-macro.htm და ამასაც გადახედე, ტყუილა რომ არ იწვალო და იცოდე უკვე რა არის გაკეთებული.
მნიშვნელოვანი არაუნიკოდ (8-ბიტიანი) კოდირებები არის:
GESCII (იგივე PS; ParliamentSoros; SP; SakartvelosParlamnti; Geo8-Standard; Georgian-Parliament და კიდევ რამდენიმე სახელი ქვია, მაგრამ ერთ კოდირებაზეა საუბარი): ეს არის ტკ-18-ის მიერ მიღებული კოდირების სტანდარტი, თუმცა გავრცელებაზე სათანადოდ არავინ იზრუნა და დიდი გამოყენება ვერ პოვა. მოკლედ კონვერტორისათვის ეს სტანდარტი მნიშვნელოვანია. სპეციფიკაცია სამწუხაროდ დღეს არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ Geo_Arial, Geo_Times და ამგვარი შრიფტების მიხედვით შეგიძლია მიხვდე განლაგებას.
Georgian-BPG (იგივე Georgian-Ilia, Geo8-Ilia, Georgian-Academy, BPG 8-bit და ა.შ.). ეს არის BPG Info-Tech-ის მიერ შემუშავებული 8-ბიტიანი კოდირება. სრული სპეციფიკაცია გამოქვეყნებულია BPG Info-Tech-ის გვერდზე. კოდირება ISO-ს შემოთავაზებებს და Unicode სტანდარტში ქართული დამწერლობის განლაგებას მიყვება. ეს სტანდარტიც არ გავრცელებულა, რადგან PS სტანდარტი შეიქმნა ცოტა მოგვიანებით, რომელიც განსხვავებბულია, მაგრამ 8-ბიტიანი სტანდარტია და მომხმარებელი რომ არ გაწვალებულიყო, BPG Info-Tech-მა თვითონ შეწყვიტა მხარდაჭერა.
AcadNusx (იგივე Georgian/phonetic, Georgian-QWERTY, Georgian 7-bit და ასე შემდეგ): ეს არის ე.წ. ლათინური ფონეტიკუირი კოდირება, ანუ ლათინური ნიშნების ადგილას ზის ქართული ასოები. ამ განლაგებას მიყვება AcadNusx, LitNusx, BPG Glaho Mix და ა.შ. ესეც არ არის სტანდარტიზებული და სპეციფიკაცია არ არის გამოქვეყნებული. შრიფტებიდან შეგიძლია მიხვდე. მნიშვნელოვანია დიდი ტირეს არსებობა ქვედა დეფისის ადგილას, ასევე ქართული შემოსილი ბრჭყალების არსებობა მახვილზე და ტილდეზე.
ამის გარდა არსებობს კიდევ რამდენიმე რუსული ფონეტიკური განაგება. ერგთან ქართული ნიშნები განლაგებულია რუსული კლავიატურის განლაგების მიხევით, ლათინური ნიშნების ნაცვლად (7-ბიტიანი). მეორეში თვითონ რუსული ასონიშნები არის ჩანაცვლებული ქართული ნიშნებით, ანუ 8-ბიტიანი შრიფტის 130-255 ზონაში). ასევე, ხშირად რუსულ განლაგებებს მთავრული ასოებიც აქვს მიყოლებული SHIFT ზონაში ასაკრეფად და შესაბამისად რუსული ან ლათინური სიმბოლოს ზედა რეესტრს ანაცვლებს ქართულით.
მოკლედ კონკრეტულად რაიმე შეკითხვა თუ გაგიჩნდება იკითხე და აქ ბევრი ექსპერტია კოდირებების

კონვერტ.გე-ზე ყველა თავის სახელს არქმევს კოდირებებს და ყველას დადგენა გაჭჲრდება, გავრცელებული ეს კოდირებებია, რაც ჩამოვწერე.
* * *
ჰო, თაიამ შეიძლება მეტი იცოდეს კონვერტ.გე-ზე არსებული კოდირებების შესახებ.