#3266597 · 18 Jun 2006, 04:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებისათვის გამართულ ბრიფინგზე მოკლული ტერორისტის აბუ მუსა ალ-ზარქავის ფოტოსურათი ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული წარმოადგინეს, პირველად გაკვირვებული დავრჩი. გექმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს ეს იყო სამახოვრო სურათი, რომელიც მალე ოთახის კედელზე ოჯახის წევრების სხვა ფოტოსურათებთან ერთად დაიკავებდა ადგილს. საერთოდ ხელოვნებაში ჩარჩოს სხვა დანიშნულება აქვს-ის ვიზუალურ კონცენტრაციას, ფოკუსირებას და გარკვეულად იკონიზირებას ემსახურება. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ყოველივეს მეორეხარისხოვანი დანიშნულება ჰქონდა. ხომ არ არის ჩარჩოში ჩასმული პირსისხლიანი ტერორისტის სახე თვით ამ ომის სიმბოლო? ან იქნებ სხვა რამეს ნიშნავს-მთლიანად განყენებულს და ძნელად სასხსნელს?
--------------------
ორი კაციც და.. გავდივართ!
everyone gangsta til pasta storms in with vegetables.
|