მარტინ ლოურენსი დაიბადა 1965 წლის 16 აპრილს, ქალაქ ფრანკფურთში, გერმანია, როდესაც მამამისი, ჯონ ლოურენსი მსახურობდა სამხედრო სასწავლებელში. მას ყავდა სამი და-ძმა: რობერტი, რეი და ურსულა. როდესაც მარტინი შვიდი წლის იყო, მამამისმა მიატოვა სამხედრო სასწავლებელი და მისი ოჯახი დაბრუნდა საცხოვრებლად მერილენდში, აშშ. 1973 წელს, მისი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, ამიტომ ლოურენსი მამას იშვიათად ხედავდა, რომელიც მუშაობდა პოლიციის ოფიცრად. დედამისი, ქლორა მუშაობდა გაყიდვების დელეგატად და სხვადასხვა განყოფილებების მოლარედ. ლოურენსი თინეიჯერობის პერიოდში გატაცებული იყო ბოქსით. სანამ იგი ცხოვრობდა მერილენდში, დადიოდა ტომას გ. პულენის შემოქმედებით და წარმოდგენით ხელოვნების სკოლაში. ელეონორ რუზველტის უმაღლეს სკოლაში და ასევე მეგობრულ უმაღლეს სკოლაში.
ლოურენსი როდესაც გადავიდა საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, მაშინ იპოვა თავისი ცხოვრების გზა ლეგენდალურ კინგს ვუდის კომედიურ კლუბში. ცოტა ხნის შემდეგ, რაც გამოჩნდა კომედიურ კლუბში, მან მიიღო ჯილდო სტარ სირჩში გამოსვლისთვის. ამის შემდეგ კოლუმბია ტრისტარ ტელევიზიის ხელმძღვანელებმა შეამჩნიეს ლაურენსის მსახიობური ნიჭი და შესთავაზეს მას გამოჩენილიყო სიტკომის ჟანრის ტელესერიალში რა ხდება ახლა!! ეს იყო მისი პირველი აქტიური სამუშაო. ამ პერიოდში, პირადად რასელ სიმონსმა აირჩია ლოურენსი მისი ტელესერიალისთვის დეფ კომედი ჯამი, რომელიც გადიოდა HBO-ზე. 1992 წელს, ლოურენსმა შექმნა საკუთარი ტელესერიალი მარტინი, რომელიც გადიოდა Fox-ზე. შოუ გრძელდებოდა 5 წელი. 1992-დან 1997 წლამდე და მიჩნეულია წარმატებულ გადაცემად. ლოურენსი ასევე მოხვდა შაბათის ღამის შოუზე 1994 წლის 19 თებერვალს და გააკეთა მცდარი შენიშვნები ქალის გენეტიკაზე და ჰიგიენაზე. როგორც ამბობენ, ლოურენსის გამოჩენა აკრძალეს შოუებზე მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. როდესაც მისმა ტელესერიალმა მარტინმა შეწყვიტა გადაღება, ლოურენსმა დაიწყო ფიქრი ბევრი ფილმის პროექტებზე. ის თამაშობდა ისეთ მსახიობებთან ერთად როგორებიც არიან: ედი მერფი, უილ სმიტი, ტიმ რობინსი და სხვები. 1995 წელს, მან შეასრულა მთავარი როლი ფილმებში ცუდი ბიჭები, რაც ძალზედ წარმატებული გამოდგა მის კარიერაში. ფილმი რომელიც მან გადაიღო ედი მერფისთან ერთად იყო დიდი დედიკოს სახლი, 2000 წელს. ასევე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმის მეორე ნაწილში დიდი დედიკოს სახლი 2. 2007 წელს, კი მან ითამაშა ისეთ მსახიობებთან ერთად როგორებიც არიან: ჯონ ტრავოლტა და ტიმ ალენი ფილმში გარეული ტახები
ფილმოგრაფია
1 დიდი დედიკოები:მამისნაირი შვილი (2011)
Big Mommas: Like Father, Like Son
2 სიკვდილი დაგრძალვაზე(2010) (2010)
Death at a Funeral(2010)
3 კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება, როსკო ჯენკინს (2008)
Welcome Home, Roscoe Jenkins
4 სტუდენტი გოგონას მამა (2008)
College Road Trip
5 ნამდვილი ტახები (2007)
Wild Hogs
6 დიდი დედიკოს სახლი 2 (2006)
Big Momma's House 2
7 ნადირობის სეზონი (2006)
Open Season
8 ბურთის შერჩევა (2005)
Rebound
9 ნაციონალური უსაფრთხოება (2003)
National Security
10 ცუდი ბიჭები 2 (2003)
Bad Boys II
11 ცოცხალი მარტინ ლოურენსი (2002)
Martin Lawrence Live- Runteldat
12 უარესი რა შეიძლება იყოს? (2001)
What's the Worst That Could Happen?
13 შავი რაინდი (2001)
Black Knight
14 დიდი დედიკოს სახლი (2000)
Big Momma's House
15 ბრილიანტის პოლიციელი (1999)
Blue Streak
16 დასაკარგი არაფერია (1997)
Nothing to Lose
17 ვიწრო მანძილი სიყვარულსა და სიძულვილის შორის (1996)
A Thin Line Between Love and Hate
18 ცუდი ბიჭები (1995)
Bad Boys
19 ბუმერანგი (1992)
Boomerang
http://www.imdb.com/name/nm0001454/ * * *








This post has been edited by levani---1 on 28 Sep 2011, 15:08
იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი
ალფრედ ჰიჩკოკი