პირველ რიგში საზოგადოებამ ნაწამებთა სახელები უნდა გაიხსენოს და ლოცვებში მოიხსენიოს:
* * *
ნემო ჭანტურიაhttp://mamuli.net/simartle/bpg/publication...ob=vdocid,11550საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციები ნემო ჭანტურიას წამებაზე >>>
http://www.google.com/search?q=%22nemo+chanturia%22* * *
ზაზა წიკლაურიhttp://mamuli.net/simartle/bpg/publication...ob=vdocid,11548საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციები ზაზა წიკლაურის შესახებ >>>
http://www.google.com/search?q=%22zaza+tsiklauri%22* * *
ნაწამები პოეტი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი
ამირან კალაძენუ დაუმალავ ხალხს ამ იარას,
დადექ იქ, სადაც შუქი ინთება
ეკლიან შუბლზე უფრო ძლიერი
და მშვენიერი მზე გაბრწყინდება.
აწამეს განსაკუთრებული სისასტიკით დასავლეთ საქართველოში შეჭრილმა ნარკოტიკებითა და ბოღმით დაბანგულმა „დემოკრატმა“ ჯალათებმა ამირან კალაძე, აწამეს საკუთარი დედის, საკუთარის მეუღლისა და შვილების თვალწინ.
http://mamuli.net/simartle/bpg/publication...ob=vdocid,11514* * *
სასტიკი წამებით მოკლული მხატვარი
ვახტანგ ნოდია 1994 წლის ნოემბრის გაზეთში „თქმა სიმართლისა“ ( N11) დაიბეჭდა სტატია „მკვლელობა, რომელიც არ გახმაურებულა“, სადაც შავით თეთრზე ეწერა: „ხელისუფლების არც ერთ საინფორმაციო საშუალებას მკვლელობის ამ ფაქტზე ხმა არ ამოუღია“. 1997 წლის აპრილის გა-ზეთ „დროში“ (N12) გამოჩნდა წერილი „ზვიადისა და ქრისტეს ერთად დახატვისათვის ვახტანგ ნოდიას მარჯვენა მოკვეთეს“. შარშან გაზეთმა „ახალმა თაობამაც“ გაიხსენა ვახტანგ ნოდია სტატიაში: „რატომ მოაჭრეს ზვიადის დამხატველს ხელები“, მაგრამ ეს უკვე გაზეთის იმ ნომრის (N256) პირველ გვერდზე სარეკლამოდ დასჭირდათ, თორემ თითქმის ორგვერდიან მასალაში არავითარი ანალიზი არ ყოფილა, მხოლოდ ფაქტი იყო რამდენიმე სტრიქონში მოხსენიებული სასხვათაშორისოდ.
გულმკერდის არე ანთებული სიგარეტებით ძვლის ხრტილებამდე ამომწვარი ჰქონდა. მოჭრილი, ფოსოდან ამოგდებული მარჯვენა ხელი ტყავზეღა ეკიდა. თავიდანვე თვალში მომხვდა, რომ გაძარცვული იყო. საათი და მკერდზე ჩამოკიდებული ხის ჯვარი მოეხ-სნათ, აღარც ტყავის ქურთუკი ჩანდა და ჯიბეებში ფული არ აღმოაჩნდა. მკლავი ჩემი ხელით მივაკერე. მერე, რადგან დღისით შიში დიდი იყო, ღამის პირველ საათზე გავუკეთეთ ბალზამირება და ნატყვიარებიც გავკერე. მაშინ ვნახე, რომ კეფაც ჩამსხვრეული ჰქონდა.
ვიღაც ვაკელი, მხარზე ვიდეოაპარატგადაკიდებული ჟურნალისტი გამოჩნდა, მეტსახელად „ბაბუ სმერტნიკი“. გონსმოსული ვახტანგიც გარეთ გამოეყვანათ და ღრიალებდნენ: რომელი ხელით დახატე ზვიადიო. და აი, იმ „სმერტნიკად“ წოდებულმა ჟურნალისტმა თუ მებრძოლმა ავტომატს ხიშტიდანა მოხსნა, ვახტანგ მკლავი აუწია და იღლიაში მთელი ძალით ამოუსვა. ვახტანგმა ერთი კი დაიღმუვლა და მერე მისი ხმა არ გამიგონია, გონდაკარგული სადღაც შეათრიეს. იქ მეორე „ჟურნალისტიც“ იყო, რომელიც ამ კადრებს ვიდეოკამერით იღებდა.
http://mamuli.net/simartle/bpg/publication...ob=vdocid,11512 This post has been edited by ბპგ on 22 Jun 2006, 14:49