#3287951 · 21 Jun 2006, 18:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვისაც ფული აქვს. ეს უფრო ბიზნესია, ვიდრე ქართული ფეხბურთის აღორძენების მცდელობა. აბა იკითხეთ, თუნდაც ერთ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მაინც თუ გათამასებთ ვინმე უფასოდ, სადაც ერთი მოედანი ნახეს, ყველგან ხელოვნურ საფარს აკეთებენ, რათა ფული იშოვნონ. ჩემს უბანში მშვენიერი სტადიონი იყო, ქვიშიანი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეზლო თამასი, ბავშვები მტელი დღე იქ იყვნენ, უფროსებიც ხშირად ვთამაშობდით. ახლა კი ხელოვნურ საფარს აგებენ და ფეხბურთის სექციების (რა ტქმა უნდა, ფასიანის) გახსნას აპირებენ, სადაც ბევრი უფულობის გამო ვერ ივლის. რა უნდა ქნან იმ ბავშვებმა, რომლებსაც ფეხბურთზე სიარულისთვის ფული არა აქვთ, ერთი მოედანი მაინც არ უნდა დაუტოვონ უბანში, რომ ელემენტარულად ითამაშონ ხოლმე მანც? ასე აპირებენ ფეხბურთის განვითარებას?
--------------------
მეტი ხაშლამა ხალხს!
|