ვიწყებთ რეგისტრაციას საფრანგეთის ჩემპიონატისათვის!
ტურნირი ჩატარდება თურქეთის, ჰოლანდიისა და პორტუგალიის ჩემპიონატების ანალოგიური პირობებით.
ძირითადი წესები საიტზეა განთავსებული :
http://fifa-geo.narod.ru/თუმცა, იმის გამო, რომ წესების ჩამონათვალი საკმაოდ დიდი გამოვიდა, მოკლედ აგიხსნით ტურნირის სტრუქტურას.
ა) ტურნირი ტარდება ერთი კონკრეტული ქვეყნის კლუბებით (ანუ თამაშდება ამ ქვეყნის ჩემპიონის და თასის მფლობელის ტიტულები);
ბ) ერთნაირი კლუბებით თამაში აკრძალულია;გ) ტურნირი ტარდება
საფრანგეთის კლუბებით (მაქსიმალური მონაწილეთა რაოდენობა 36 იქნება);
დ) გათამაშდება საფრანგეთის ჩემპიონატი (ორ ეტაპად, ჯგუფურ-წრიული შერეული სისტემით) და თასი (ოლიმპიური სისტემით);
ვ) გუნდების განაწილება - შედგება სია, რომელიც გამოავლენს DRAFT-ში მონაწილე მოთამაშეების თანმიმდევრობას (დაწვრილებითი წესები მოცემულია საიტზე). DRAFT-ში მოთამაშეები განსაზღვრული თანმიმდევრობით აირჩევენ კლუბებს.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის წესებს, აქ ყველაფერი სტანდარულადაა - ვთამაშობთ 6-6 წუთიან ტაიმებს, მასპინძელი ჰოსტავს და ირჩევს სტადიონს;
- თამაშის გათიშვის შემთხვევაში მატჩი თავიდან ირთვება და გრძელდება იმდენი წუთი, რამდენიც იყო დარჩენილი თამაშის ბოლომდე გათიშვის მომენტში;
- თამაშის დროს დასაშვებია შეცვლები და ტაქტიკური ცვლილებები;
- ტურები ძირითადად იქნება ორდღიანი. თუ ამ ვადაში მოთამაშეებმა ვერ მოილაპარაკეს შეხვედრაზე, მათ ეძლევათ ერთი დამატებითი დღე. ამ დამატებით დღეში მასპინძელი 18:00 საათამდე ვალდებულია დანიშნოს თამაშის დრო (წინააღმდეგ შემთზვევაში მას წაგება ჩაეთვლება). თამაშის დრო შეიძლება იყოს დამატებითი დღის 22:30, 23:00, 23:30 ან 24:00 მასპინძლის სურვილის მიხედვით. ვინც თამაშზე 15 წუთზე მეტს დააგვიანებს, ავტომატურად ჩაეთვლება წაგება! ზედიზედ ორი არგამოცხადების გამო გუნდი მოიხსნება ჩემპიონატიდან და მას ყველა დარჩენილ შეხვედრებში ჩაეთვლება წაგება!;
- თანაბარი ქულებისას პირველ რიგში მხედველობაში მიიღება ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ქულები, შემდეგ ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ბურთების სხვაობა, შემდეგ ურთიერთშეხვედრებში გატანილი ბურთების რაოდენობა, ხოლო შემდეგ, თუ საქმე ეხება ან ჯგუფიდან გასვლას და ან საპრიზო ადგილებს, დაინიშნება გადათამაშება. სხვა შემთხვევაში მხედველობაში მიიღება საერთო ბურთების სხვაობა, ხოლო შემდეგ - გატანილი ბურთები. ამ ყველაფრის ტოლობის შემთხვევაში დაინიშნება კენჭისყრა.
გთხოვთ, ვინც ვერ იძლევა ტურნირის შუა გზაზე არმიტოვების და სტაბილურად თამაშის გარანტიას, ნუ ჩაეწერებით -აცალეთ აქტიურ მოთამაშეებს თამაში!
რეგისტრაციისათვის ამ თემაშივე გამოთქვით თქვენი სურვილი და
(ყურადღება - აუცილებელია!!!) დაწერეთ, რომ ეთანხმებით საიტზე მითითებულ წესებს.