კინო-დღიურ "დღესვნახეს" გახსნილად ვაცხადებ

გთხოვთ ჩაწეროთ შთაბეჭდილებები ახალნანახ ფილმებზე /თვითონ ფილმის სიახლეს აზრი არ აქვს/

დაწყებით მე დავიწყებ.
რამდენიმე დღის წინ ვიყავი
"ჯვაროსნებზე" ამირანში. ძველი დროის შესახებ გადაღებული ფილმების, ასევე დიდი ბატალური სცენების მოყვარულებმა არ გამოტოვოთ და აუცილებლად ნახეთ

ფილმის ყურების შემდეგ ისეთი დაქოქილი ვიყავი, მთელი საღამო "გადაგწვავთ, გადაგბუგავთ, მეისრეები, მეეეისრეები აქეთ დააყენეთ"-ს გავყვიროდი და ტვინი წავჭამე. ზოგადად, არაუშავდა.
დღეს კომპში მეორედ ვუყურე
"ციცინათელების სამარხს". ამაზე შესაბამის თემაშიც დავპოსტე. სერიოზული ანიმე ფაქტიურად აქამდე ნანახი არ მქონდა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მართლა, ბევრი ვიტირე. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი უძლიერესია ჩემ მიერ ნანახ ყველა ფილმებს შორის. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გადმოწერილი, ნოგი ვ რუკი ი ბეგომ...ნახეთ უცილობლად.
ტირილის შემდეგ ცოტა განტვირთვა მომინდა და
"ბრიჯიტ ჯონსის დღიურები-2 ნაწილი" გადმოვწერე. ნერვებზე მშლის ეგ ქალი რა

მსგავსი ნეუდაჩნიკი ძნელი საპოვია. ნეუდაჩნიკი კი არა, ჩლუნგობისკენ აქვს სერიოზული მიდრეკილება. რამდენჯერმე გამეცინა, ყოველ შემთხვევაში, უარესად არ დავგრუზულვარ

ბრიჯიტ ჯონსში ერთადერთი ის მომწონს, რომ მსუქანია. უოტ. და არ მკითხოთ რატომო.
ხვალისთვის გამზადებული მაქვს
"Vanilla Sky" და
"Sleepover". ეს მეორე ახალგაზრდული კომედია უნდა იყოს წესით. ასე რომ, ვუყურებ და აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. ველოდები თქვენგანაც