#4477629 · 2 Jan 2007, 10:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
THRaKaTTaK
QUOTE | რომელ ფირმაში რა ჯდება ნომერი და გაყვანა? |
ახალი ქსელები 120 ლარი,
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია (იგივე ელექტროკავშირი) - 150 ლარი.
QUOTE | როგორ ხდება სატელეფონო ხაზის გაყვანა? მეზობლებისგან თუ უახლოესი ატს-იდან თუ...? |
სახლამდე სადარბაზორ გამანაწილებელში მოდის მთავარი კაბელი და აქედან ხდება ბინებზე გადანაწილება.
QUOTE | თუ, მაგალითად, ვაყენებ ახალი ქსელების ნომერს, აუცილებლად ახალი ქსელების აბონენტისგან (თუ ატს-იდან) უნდა გავიყვანო ხაზი თუ ქსელი ერთია ყველა ფირმისთვის? |
ეგ უკვე ინდივიდუალურია, ანუ კომპანიები მოლაპარაკებულნი არიან ერთმანეთთან კონკრეტულ კაბელების მოხმარების შესახებ.
QUOTE | დსლ-ის დაყენებისთვის საჭირო ნომრის ყიდვაც თუ საკმარისია მხოლოდ ხაზის გაჭიმვა? |
ცარელა ხაზი რად გინდა თუ არ იმუშავებს ?  ანუ ნომერი არ გექნება. ტელეფონის დადგმა გულისხმობს როგორც ხაზით ასევე ნომრით უზრუნველყოფას, შემდეგ უკვე შეგეძლება ჩართო ინტერნეტი  QUOTE | IP-ტელეფონის ამბავში როგორ არის? მაგის ნომერი, როგორც გავიგე, საერთოდ უფასოა და მის დაყენებასაც მხოლოდ ხაზის გაყვანა ჭირდება? |
მაგ მხრივ კარგად არის საქმე, რამდენიმე ვოიპ პროვაიდერია რომელსაც შემდეგ შენი სურვილისამებრ აარჩევ, მათი ნომერი ძირითადათ უფასოა, როგორიცაა voip.ge და myphone.ge ხოლო თუ ამ მომსახურებით შენი ინტერნეტ პროვაიდერი უზრუნველგყოფს მაშინ გარკვეული საფასურის გადახდა მოგიწევს. * * *
|