#8289102 · 26 Jan 2008, 14:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (berela @ 25 Jan 2008, 23:43 ) | *** მე მახსოვს ჩვენი გრძნობის ნაპირი ქუჩას ბნედავდა ატმის სურნელი იდგა ლამაზი ლურჯი აპრილი წითლად ბრწყინავდა მზე სასურველი მახსოვს ის სკამი თეთრი და ძველი (ის გრძნობა თითქოს არც კი მქონია) რადგან იქ დაგვრჩა თბილი ფრაზები და სიყვარულის ფილოსოფია მახსოვს ლამაზი სველი ტუჩები ქუჩას ბნედავდა შენი სურნელი იდგა აპრილი ლურჯი აპრილი ჩვენთვის ბრწყინვალე მზე სასურველი. * * * ***
როდესაც ვფიქრობ ჩემს სიყვარულზე ჩემი უბედო ბედი მაწუხებს და როგორც ყინვა ფანჯრის მინაზე ბოღმა თავს მახვევს თავის მარწუხებს როცა ვიფიქრებ ჩემს სიცოცხლეზე უსუსურობა თავს იჩენს ჩემთან მე თავად მიკვირს ტივის არ მქონეს რა მინდა ნეტა საზღვაო გემთან დრო არ მომითმენს ვიცი გამთელავს მგონის ამიტომ ბზარი დიდია მე რომ მომწონხარ მე რომ მიყვარხარ ჩემიდან ესეც გასაკვირია მაგრამ რა ვქნა რომ მაინც მიყვარხარ თუმც რეალობა მხვდება ქუჩაში მილიონი ხარ და შენს მაგვივრად ხურდა მეყრება დაწვდილ მუჭაში. * * * ქარს ჩემი ესმის, მუსიკას ვიჭერ სული არ ცხრება და კვლავაც ბორგავს. მე ამ ოთხ კედელს ისევე ვითმენ, როგორც ტუსაღი მიჩენილ ოთახს. მე შეიძლება უფრო გავლოთდე მაგრამ არ ძალმიძს სულით დავეცე ახლა ლოგინი კუბოს უფრო ჰგავს ვიდრე დასაწოლ ღამის სარეცელს. შორს ისევ სერავს ქალაქის ქუჩებს სევდიან გულით ვიღაც უცნობი შორს ისევ დააქვს ლამაზ ქალბატობს წყვდიადზე დარდი ამოუცნობი მე კი კვლავ ვწევარ დახურულ ყუთში სხეული მოკვდა სულიც არ ბორგავს ახლა ამ ოთახს ისევე ვითმენ როგორც ტუსაღი მიჩენილ ოთახს. |
მე პირადად მომეწონა ძალიან ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას
--------------------
♥ ♥ ♥ Меня трудно найти, легко потерять но невозможно забыть. ©MEXXX
Если ты бросаешь мечту, ты умераешь. © MEXXX
Everibody thinks that "I Am Happy And Fine" but look a little closer...You`ll see tears in my eyes. ♥ ♥ ♥
|