ჩვენ ამას წინათ ვმოგზაურობდით ხევსურეთში. საკუთარი თვალით ვნახეთ, თუ როგორი უჭირს ამ ულამაზეს კუთხეს და რამხელა ყურადღებას საჭიროებს იგი დანარჩენი საქართველოსაგან. უძველეს სოფელ მუცოში, სადაც სულ 3 ოჯახი ცხოვრობს, შევხვდით ახალგაზრდა პოეტს გელა დაიაურს, რომელიც შვიდი წლის წინ, ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მამა-პაპის მიწაზე და ამჟამად შატილის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის ხევსურ ბავშვებს.
გელას დაწყებული აქვს თავისი ლექსების კრებულის გამოცემა, რომლისათვისაც საჭირო თანხის ნაწილი უკვე გადახდილია. სახსრების უქონლობის გამო ამჟამად ეს საქმე შეჩერებულია.
ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ავტორს თანხის შეგროვებაში და ამით სულ ცოტა რამ მაინც გავაკეთოთ იქ მაცხოვრებლების მხარდასაჭერად...
ვისაც მოწონს ჩვენი იდეა და მზად არის მხარში ამოგვიდგეს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
jafarini@gmail.comდიდი მადლობა წინასწარ ყველას!!!