#3377815 · 5 Jul 2006, 22:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინვალიდობის განმსაზღვრელი რეცეპტი კანონის დონეზე არ არსებობს, ინვალიდობას ანიჭებს სპეციალური სამედიცინო კომისია, ჯგუფსაც ეს კომისა განსაზღვრავს და იმასაც მუდმივია ეს მდგომარეობა, თუ დროებითი, თუ დროებითი იქნა, პერიოდულად ამ კომისიაზე გასვლა მოუწევს ამ ადამიანს.
ბიულეტენი, ეგეთი ცნება არ არსებობს კანონში. რაც შეეხება ანაზღაურებას. სახელმწიფო დაწესებულებებისთვისაც და კერძო კომპანიებისთვისაც არსებობს ერთიანი წესი. განსხვავებული მიდგომა კანონით იკრძალება. რატომღაც კერძო კომპანიებს გონიათ რომ მათი მუშაკები მათი საკუთრებაა და შეუძლიათ თავისი წესები დაუდგინონ. ეგრე არა არის, კანონი თანაბრად იცავს ყველას. უბრალოდ ამ უფლების რეალურად განხორციელება ჭირს ყოველთვის, თუ დავას წამოიწყებ, იმდენს გაგიჩალიჩებენ, დაგატოვებინებენ ადგილს და ამას ერიდება ყველა.
მოკლედ ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად შვებულებას არ იცნობს ჩვენი კანონი. ანუ კომპანია (არც სახელმწიფო დაწესებულება) არ არის ვალდებული გასცეს ხელფასი. ბიუჯეტით გათვალისწინებულია დახმარება 115 ლარის ოდენობით, ამას გასცემს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
|